შედგენილია მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა ონლაინ-რუკა: მასზე ბევრი ქართველის სახელია

© Pixabay / geraltდედამიწის მოსახლეობა
დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ფინელმა გეოგრაფმა ტოპი ჩჟუკანოვმა მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ონლაინ-რუკა შეადგინა, რომელზეც ქართველი ცნობილი ადამიანების სახელებიცაა დატანილი.
რუკის ხილვა შეგიძლიათ აქ:
როგორც ირკვევა, მეცნიერის შთაგონების წყაროდ პროექტ The Pudding-ის რუკა იქცა, რომელიც აშშ-ის გამოჩენილ ადამიანებს ეხებოდა. ჩჟუკანოვმა კი მთელი მსოფლიოს ცნობილი სახელები შეარჩია და რუკაზე მათი დაბადების ადგილის მიხედვით განათავსა.
ამასთან მეცნიერმა თითოეულის აღწერილობაში მიუთითა ინფორმაციის წყარო, ცნობადობის რანგი, სქესი და ასევე ცოცხალია თუ არა ესა თუ ის ადამიანი.
რუკაზე ქართველი გამოჩენილი ადამიანებიდან რუკაზე დატანილია შემდეგი სახელები:
თამარ მეფე
იოსებ სტალინი
ნოე ჟორდანია
ლავრენტი ბერია
ედუარდ შევარდნაძე
მელიტონ ქანთარია
ექვთიმე თაყაიშვილი
ნონა გაფრინდაშვილი
კახა კალაძე
ვალერიან გუნია
ნიკო ნიკოლაძე
ვლადიმირ მაიაკოვსკი
აკაკი წერეთელი
ილია ჭავჭავაძე
ქეთი მელუა
იაკობ გოგებაშვილი
სულხან-საბა ორბელიანი და ბევრი სხვა.
რუკა სერვის Mapbox-ის მეშვეობითაა შექმნილი. სპეციალური პანელზე მომხმარებელს შეუძლია გაფილტროს თავისი ინტერესების სფერო და აირჩიოს როგორც დარგები, ისე ქვეყანა.
ტოპი ჩჟუკანოვის თქმით, რუკის შედგენისას მან მორგან ლაუენანისა და მისი კოლეგების კვლევა გამოიყენა, რომლებმაც ჩვენს ერამდე 3500 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბაზა შეადგინეს. მასში სულ 2,29 მილიონი ადამიანია შესული.
ყველა ახალი ამბავი
0