https://sputnik-georgia.com/20220731/marneulshi-ori-mamakaci-sakanalizacio-chashi-daigupa-269054657.html
მარნეულში ორი მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში დაიღუპა
მარნეულში ორი მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში დაიღუპა
Sputnik საქართველო
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცები, რომლებიც ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T17:40+0400
2022-07-31T17:40+0400
2022-07-31T17:40+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24460/01/244600131_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_6fa1d76f85c69fde861647bc103d8f72.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი მედია.გავრცელებული ინფორმაციით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.გარკვეული პერიოდის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების ჭიდან ამოყვანა მოხერხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24460/01/244600131_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_03c62110a640e7ed139f68fb6c2398c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
მარნეულში ორი მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცები, რომლებიც ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების ჭიდან ამოყვანა მოხერხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.