გურიამ ქართული ჩაის ფესტივალს უმასპინძლა

© photo: Sputnik / Asatur Esayantsჩაი
ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჩაის დეგუსტაცია და სხვა გასართობი ღონისძიებები დახვდათ.
თბილისი, 31 ივლისი— Sputnik. გურიაში, კურორტ შეკვეთილში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი მუსიკოსთა პარკში ჩატარდა. ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩაისთან ერთად დაეგემოვნებინათ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები.
პროგრამაში იყო ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამეწარმეო ბაზარი, ჩაის დამზადების პერფორმანსი.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებოდათ ფოტოგამოფენა, ვორქშოფი, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, გურული ცეკვის პერფორმანსი.
ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ „ჩაის გზის" ფარგლებში წელს მესამედ გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერი იყვნენ საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი.
ყველა ახალი ამბავი
0