https://sputnik-georgia.com/20220731/gidauris-tragediis-sedegad-darupulebs-samebis-tazarsi-daasveneben-269059399.html
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს სამებაში დაასვენებენ
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს სამებაში დაასვენებენ
Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდება. 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T21:06+0400
2022-07-31T21:06+0400
2022-07-31T21:06+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356731_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c3d4fc39d6445a98e38961380d72fd72.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძრიდან გაასვენებენ, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.29 ივლისს გუდაურთან ჩამოვარდა და აფეთქდა ვერტმფრენი, რომელიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.სამშაბათს, 14:00 საათზე, სამებიდან გაასვენებენ და სამთავისის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ მეუფე დამიანეს, რომელიც 30 ივლისს მარფტყოფთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც", - აღნიშნულია საპატრიაქროს გვერდზე.საპატრიარქო ასევე იუწყება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება.მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას 2 აგვისტოს აღნიშნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356731_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_409e615706723939f45d040d40240dfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს სამებაში დაასვენებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდება.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძრიდან გაასვენებენ, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
29 ივლისს გუდაურთან ჩამოვარდა და აფეთქდა ვერტმფრენი, რომელიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
„ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წმ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამშაბათს, 14:00 საათზე, სამებიდან გაასვენებენ და სამთავისის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ მეუფე დამიანეს, რომელიც 30 ივლისს მარფტყოფთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც", - აღნიშნულია საპატრიაქროს გვერდზე.
საპატრიარქო ასევე იუწყება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება.
მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას 2 აგვისტოს აღნიშნავს.