https://sputnik-georgia.com/20220731/fsiqologiuritesti-268855161.html
ფსიქოლოგიური ტესტი 97%-იანი სიზუსტით: აირჩიე ყველაზე საშიში...
ფსიქოლოგიური ტესტი 97%-იანი სიზუსტით: აირჩიე ყველაზე საშიში...
ჩვენი ქვეცნობიერი არაერთ საინტერესო ინფორმაციას ინახავს ჩვენ შესახებ. ფსიქოლოგიური ტესტების დახმარებით კი მათი გახსნა და ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე... 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T17:17+0400
2022-07-31T17:17+0400
2022-08-01T12:43+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/01/269080502_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f4f3a7f8e8327697a79d57ee897f746f.jpg
ჩვენი ქვეცნობიერი არაერთ საინტერესო ინფორმაციას ინახავს ჩვენ შესახებ. ფსიქოლოგიური ტესტების დახმარებით კი მათი გახსნა და ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მიღება შეგვიძლია.ამ მოსაზრებას ჩვენი დღევანდელი ტესტიც ადასტურებს.სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ: თქვენი ამოცანაა, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და აირჩიოთ ის, რომელზეც, თქვენი აზრით, ყველაზე საშიში შესასვლელია აღბეჭდილი.ეს არჩევანი განსაზღვრავს თქვენი ხასიათისა და პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებს.შესასვლელი № 1გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ მიტოვებული ბინა ყველაზე მეტად გაშინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი პიროვნება ხართ. აქედან ჩანს, რომ თქვენ ის პიროვნება ბრძანდებით, რომელიც სინამდვილეს იღებს ისეთად, როგორიც არის და არ აფერადებს მას. მოკლედ რომ ვთქვათ, ინტელექტუალური ანალიტიკოსი ხართ. გიჭირთ ემოციების დემონსტრირება. შიშველი კედლების შიში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენსა და ადამიანებს შორის ერთგვარი ემოციური ბარიერი გაქვთ აღმართული. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გიღვივით სურვილი იმისა, რაც ასე გაშინებთ: ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი — მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობისა.შესასვლელი № 2კიბით გაურკვევლობაში ჩასვლა იმაზე მეტყველებს, რომ თავისუფალი პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც ყველაზე მეტად დამოუკიდებლობის დაკარგვა აფრთხობს.გარდა ამისა, გაშინებთ გაურკვევლობა და სიკვდილი. ცხოვრების მთავარ ფასეულობად ჯანმრთელობა მიგაჩნიათ. ამიტომ იქნებ უფრო მეტი ყურადღება მიგექციათ ამ საკითხისთვის და ჯანსაღ კვებაზე გადასულიყავით და სპორტისთვისაც მიგეყოთ ხელი. სხვათა შორის, ეს სულიერ სიმშვიდესაც შეგმატებდათ.შესასვლელი № 3 გეშინიათ ყინულოვან გამოქვაბულში შესვლა? ე.ი. ცხოვრებაში ოჯახური სითბო გაკლიათ. გსურთ უფრო მეტი სითბო მიიღოთ მეგობრებისგანაც. გაშინებთ მარტო დარჩენა.მარტოობის შიში, თავის მხრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ ახლობელ ადამიანებს აფასებთ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში სიყვარულს აფასებთ.შესასვლელი № 4 მოცემული სურათებიდან მიტოვებული და კედლებჩარღვეული სახლი თუ გაფრთხობთ, ე.ი. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მატერიალური პრობლემები გაშინებთ. თქვენთვის უმთავრესი ამოცანა ოჯახის უზრუნველყოფაა. ამიტომ ძალიან ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები არ იყოთ შეზღუდული ფინანსურად და ღირსეულად ცხოვრება შეგეძლოთ.შესასვლელი № 5 გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი გვირაბისა თუ გეშინიათ, ე.ი. თქვენ ჯერ ისევ ეძებთ ცხოვრების უმთავრეს გზას. ანუ ჯერ კიდევ არ იცით, რა საქმეში შეიძლება გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები 100%-ით.მიუხედავად ჭკუისა და კეთილი გულისა, თავდაჯერებულობა გაკლიათ. რომ იცოდეთ, სწორედ საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ იპოვოთ გზა ბედნიერებისკენ.შესასვლელი № 6 თუ ჯაჭვებით ახლართული კარი გაშინებთ, ე.ი. მძიმე და შრომატევადი საქმიანობა არ გაფრთხობთ. თქვენ გაქვთ უნარი, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. თანაც, კარგი პროდუქტულობაც გახასიათებთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სამუშაოზე ჩაციკლვას უარყოფითი მომენტები ახლავს. ამიტომ უფრო ხშირად მოდუნდით, რათა ძალები დროულად აღიდგინოთ. ასეთ შემთხვევაში პრობლემებს უფრო იოლად გადაჭრით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/01/269080502_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_726558d836d29452f4dff911b0fff34e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები, ფსიქოლოგია
ჩვენი ქვეცნობიერი არაერთ საინტერესო ინფორმაციას ინახავს ჩვენ შესახებ. ფსიქოლოგიური ტესტების დახმარებით კი მათი გახსნა და ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მიღება შეგვიძლია.
ამ მოსაზრებას ჩვენი დღევანდელი ტესტიც ადასტურებს.
თქვენი ამოცანაა, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და აირჩიოთ ის, რომელზეც, თქვენი აზრით, ყველაზე საშიში შესასვლელია აღბეჭდილი.
ეს არჩევანი განსაზღვრავს თქვენი ხასიათისა და პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებს.
შესასვლელი № 1
გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ მიტოვებული ბინა ყველაზე მეტად გაშინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი პიროვნება ხართ. აქედან ჩანს, რომ თქვენ ის პიროვნება ბრძანდებით, რომელიც სინამდვილეს იღებს ისეთად, როგორიც არის და არ აფერადებს მას. მოკლედ რომ ვთქვათ, ინტელექტუალური ანალიტიკოსი ხართ.
გიჭირთ ემოციების დემონსტრირება. შიშველი კედლების შიში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენსა და ადამიანებს შორის ერთგვარი ემოციური ბარიერი გაქვთ აღმართული. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გიღვივით სურვილი იმისა, რაც ასე გაშინებთ: ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი — მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობისა.
კიბით გაურკვევლობაში ჩასვლა იმაზე მეტყველებს, რომ თავისუფალი პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც ყველაზე მეტად დამოუკიდებლობის დაკარგვა აფრთხობს.
გარდა ამისა, გაშინებთ გაურკვევლობა და სიკვდილი. ცხოვრების მთავარ ფასეულობად ჯანმრთელობა მიგაჩნიათ. ამიტომ იქნებ უფრო მეტი ყურადღება მიგექციათ ამ საკითხისთვის და ჯანსაღ კვებაზე გადასულიყავით და სპორტისთვისაც მიგეყოთ ხელი. სხვათა შორის, ეს სულიერ სიმშვიდესაც შეგმატებდათ.
გეშინიათ ყინულოვან გამოქვაბულში შესვლა? ე.ი. ცხოვრებაში ოჯახური სითბო გაკლიათ. გსურთ უფრო მეტი სითბო მიიღოთ მეგობრებისგანაც. გაშინებთ მარტო დარჩენა.
მარტოობის შიში, თავის მხრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ ახლობელ ადამიანებს აფასებთ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში სიყვარულს აფასებთ.
მოცემული სურათებიდან მიტოვებული და კედლებჩარღვეული სახლი თუ გაფრთხობთ, ე.ი. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მატერიალური პრობლემები გაშინებთ. თქვენთვის უმთავრესი ამოცანა ოჯახის უზრუნველყოფაა. ამიტომ ძალიან ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები არ იყოთ შეზღუდული ფინანსურად და ღირსეულად ცხოვრება შეგეძლოთ.
გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი გვირაბისა თუ გეშინიათ, ე.ი. თქვენ ჯერ ისევ ეძებთ ცხოვრების უმთავრეს გზას. ანუ ჯერ კიდევ არ იცით, რა საქმეში შეიძლება გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები 100%-ით.
მიუხედავად ჭკუისა და კეთილი გულისა, თავდაჯერებულობა გაკლიათ. რომ იცოდეთ, სწორედ საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ იპოვოთ გზა ბედნიერებისკენ.
თუ ჯაჭვებით ახლართული კარი გაშინებთ, ე.ი. მძიმე და შრომატევადი საქმიანობა არ გაფრთხობთ. თქვენ გაქვთ უნარი, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. თანაც, კარგი პროდუქტულობაც გახასიათებთ.
მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სამუშაოზე ჩაციკლვას უარყოფითი მომენტები ახლავს. ამიტომ უფრო ხშირად მოდუნდით, რათა ძალები დროულად აღიდგინოთ. ასეთ შემთხვევაში პრობლემებს უფრო იოლად გადაჭრით.