https://sputnik-georgia.com/20220731/13-wlis-gogona-tavsesafarsia-269048926.html
ოჯახური ძალადობა ბავშვზე: 13 წლის გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი
ოჯახური ძალადობა ბავშვზე: 13 წლის გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი
Sputnik საქართველო
გოგონას ოჯახი საქალწულე აპკის მთლიანობის შემოწმებას აიძულებდა 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T11:53+0400
2022-07-31T11:53+0400
2022-07-31T14:30+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/01/240480135_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2848187267c6686e4ac56c11b2efa72a.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. 13 წლის გოგონა, რომელიც ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, სამართალდამცველებმა თავშესაფარში გადაიყვანეს, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ავრცელებს.ორგანიზაციის ცნობით, თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვანს აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად, რის გამოც დაახლოებით ერთი თვის წინ არასრულწლოვანმა დახმარებისთვის მეგობარს და მის სრულწლოვან დას მიმართა.ფაქტის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი როგორც არასრულწლოვანის დასაცავად, ისე საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.როგორც „ფემინა“ წერს, მოძალადე ოჯახის წევრებმა ორდერი გაასაჩივრეს. სასამართლოზე მათი ადვოკატები არასრულწლოვანი გოგონას დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ყველაფერს იგონებდა. გარდა ამისა, აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ ჭიპის გამოჩენის გამო შეიძლება არასრულწლოვანს ძალადობით დაემუქრო, ხოლო სიჯიუტის გამოვლენისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენო. მიუხედავად მოძალადე ოჯახისა და მათი ადვოკატების მცდელობისა, მოსამართლემ არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატების დასაბუთებული პოზიცია გაიაზიარა და შემაკავებელ ორდერი ძალაში დატოვა. არასრულწლოვნის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს (არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/01/240480135_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_85a553628e2b0e26b16cf793529ac8ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, ძალადობა ოჯახში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, ძალადობა ოჯახში
ოჯახური ძალადობა ბავშვზე: 13 წლის გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი
11:53 31.07.2022 (განახლებულია: 14:30 31.07.2022) გოგონას ოჯახი საქალწულე აპკის მთლიანობის შემოწმებას აიძულებდა
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. 13 წლის გოგონა, რომელიც ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, სამართალდამცველებმა თავშესაფარში გადაიყვანეს, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვანს აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად, რის გამოც დაახლოებით ერთი თვის წინ არასრულწლოვანმა დახმარებისთვის მეგობარს და მის სრულწლოვან დას მიმართა.
„ამ საქმეში არნახული გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა მოწმე თ. რ-მ, რომელსაც მოძალადეები საცხოვრებელ სახლში მიეჭრნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“, — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ფაქტის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი როგორც არასრულწლოვანის დასაცავად, ისე საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
როგორც „ფემინა“ წერს, მოძალადე ოჯახის წევრებმა ორდერი გაასაჩივრეს. სასამართლოზე მათი ადვოკატები არასრულწლოვანი გოგონას დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ყველაფერს იგონებდა. გარდა ამისა, აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ ჭიპის გამოჩენის გამო შეიძლება არასრულწლოვანს ძალადობით დაემუქრო, ხოლო სიჯიუტის გამოვლენისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენო.
მიუხედავად მოძალადე ოჯახისა და მათი ადვოკატების მცდელობისა, მოსამართლემ არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატების დასაბუთებული პოზიცია გაიაზიარა და შემაკავებელ ორდერი ძალაში დატოვა.
არასრულწლოვნის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს (არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.