საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები „ევრობასკეტი 2022“-ის ფინალური მატჩებისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისთვის მომზადებას იწყებს.
დაგეგმილი თამაშებისთვის ვარჯიშებს ნაკრები 25 ივნისიდან 4 აგვისტოს პერიოდში სლოვენიის კურორტ როგლაში მართავს. 18 კალათბურთელიდან სლოვენიაში 17 გაემგზავრა.
მუხლის ტრავმის გამო გუნდს ვერ შეუერთდა გოგა ბითაძე, რომელიც სამედიცინო კვლევებს აშშ-ში იტარებს.
ევრობასკეტის თამაშებამდე აგვისტოში საქართველოს ნაკრები რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს. 4 აგვისტოს გუნდი უნგრეთში დაუპირისპირდება უნგრულ გუნდს, 11 და 13 აგვისტოს კი სპარინგ-მატჩებს გამართავს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ.
15 აგვისტოს ილიას ზუროსის ქვეშევრდომები საბერძნეთში „აკროპოლისის თასზე“ მიიღებენ მონაწილეობას. საბერძნეთისა და საქართველოს გუნდების გარდა, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, ხოლო მორიგ მატჩს 3 დღეში ქალაქ ბრეშაში, მასპინძელ იტალიასთან გამართავს.
იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრები კონტინენტის მთავარი ტურნირისთვის დაიწყებს ბრძოლას.
ევროპის ჩემპიონატის „А“ ჯგუფის გუნდების თამაშების განრიგი:
1.09. ბელგია-საქართველო
3.09. საქართველო-ესპანეთი
4.09. თურქეთი-საქართველო
6.09. საქართველო-ბულგარეთი
7.09. ჩერნოგორია-საქართველო
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.
ყველა ახალი ამბავი
0