https://sputnik-georgia.com/20220730/ziudo-saqartvlos-nakrebma-gunduri-mesame-adgili-moipova-269037044.html
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა
Sputnik საქართველო
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 28 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T20:49+0400
2022-07-30T20:49+0400
2022-07-30T20:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267818071_0:165:3053:1882_1920x0_80_0_0_27f7a25b63dad1bbeddf57ac8cd2811c.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ შეჯირებაში მესამე ადგილი დაიკავა.საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა.შეგახსენებთ, რომ ტურნირის ერთეულებში გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) და დავით ლომიტაშვილმა (55კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ნაკრებმა კი ვაჟთა ძიუდოს შეჯიბრზე ექვსი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი ბადუაშვილი (100კგ), დავით ქარელი, თორნიკე მოსიაშვილი, არჩილ მამულაშვილი. გოგონათა ტურნირზე მესამე ადგილზე ნინო გულბანი გავიდა.კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3.000-ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.საქართველოდან ფესტივალში 28 სპორტსმენი მონაწილეობს შვიდ სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267818071_162:0:2891:2047_1920x0_80_0_0_a8dc5f060e6561c2d1cfc209b02b18b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 28 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ შეჯირებაში მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ერთეულებში გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) და დავით ლომიტაშვილმა (55კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ნაკრებმა კი ვაჟთა ძიუდოს შეჯიბრზე ექვსი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი ბადუაშვილი (100კგ), დავით ქარელი, თორნიკე მოსიაშვილი, არჩილ მამულაშვილი. გოგონათა ტურნირზე მესამე ადგილზე ნინო გულბანი გავიდა.
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3.000-ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.
საქართველოდან ფესტივალში 28 სპორტსმენი მონაწილეობს შვიდ სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში.