ტესტი: შეკარით მუშტი და გაიგეთ თქვენი პიროვნული თვისებები

© Pixabay / Annabel_Pმუშტი
მუშტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
ადამიანის „როგორობა“, თურმე, უამრავ წვრილმანში ვლინდება. რაოდენ უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ირკვევა, რომ მუშტიც კი ამჟღავნებს თქვენს ფარულ თვისებებსა და ხასიათს.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ტესტს, რომელსაც თქვენი მხრიდან მხოლოდ მუშტის შეკვრა სჭირდება.
სხვა მრავალფეროვანი და საინტერესო ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ამის შემდეგ დახედეთ ხელს და ნახეთ პასუხებში, რაზე მეტყველებს მუშტის შეკვრის თქვენეული მანერა.
ცერა თითი გვერდულად  - Sputnik საქართველო
ცერა თითი გვერდულად

თქვენ ცხოვრობთ პრინციპით "ყველა თავად ირჩევს საკუთარ გზას". თქვენი გზა კი, როგორც წესი, ეკალ-ბარდებითაა მოფენილი. თქვენ პრაქტიკული და სერიოზული რეალისტი ბრძანდებით, რომელიც მყარად დგას ფეხზე და საკუთარი თავის ფასიც იცის. მოკლედ, როგორც იტყვიან, თქვენი "შინაგანი ღერძი" პლანეტაზე ყველაზე მტკიცე შენადნობისგანაა ჩამოსხმული. თუმცა, არცთუ იშვიათად გაბედულ გადაწყვეტილებებზე უარს ამბობთ, ვინაიდან წარუმატებლობა გაშინებთ – რასაც დიდი დარტყმა შეუძლია მიაყენოს თქვენს თავმოყვარეობას. ამიტომაც გჭირდებათ ხშირი ქება და მხარდაჭერა. მეგობრებს გულწრფელობის, საიმედოობისა და გამჭრიახი გონების გამო უყვარხართ. თქვენთან ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ირგვლივ მყოფები თქვენ გვერდით ისე გრძნობენ თავს, როგორც ტყვიაგაუმტარი მინის კედლის მიღმა. თქვენ კი, თუ მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას გრძნობთ, ნებისმიერ საგმირო საქმეზე ხართ წამსვლელი.

განშლაშეკუმშვა
ცერა თითი მუშტს ზემოდან - Sputnik საქართველო
ცერა თითი მუშტს ზემოდან

თქვენ ალბათ ყველაზე ენერგიული ადამიანი ხართ მთელ პლანეტაზე. გამუდმებით ეძებთ რაიმე ახალს შესასწავლად და ცდილობთ შესწვდეთ მიუწვდომელს. ტელევიზორის წინ წამოწოლა და პულტის ხელში ტრიალი — ეს სამყაროს დაპყრობის თქვენეული მეთოდი ნამდვილად არ არის. თხემით ტერფამდე ალტრუისტი ბრძანდებით, კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, რომელიც არასდროს არაფერში დაზარდება სხვას და შეეცდება პრობლემები გადააჭრევინოს. ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე ამბობთ. სწორედ საიმედოობის, სიკეთისა და გულისხმიერების გამო უყვარხართ და გაფასებენ ადამიანები. თქვენ ენერგიითა და შთაგონებით აღავსებთ ირგვლივ მყოფებს და ისინიც მზად არიან ცეცხლში შევიდნენ თქვენი გულისთვის.

განშლაშეკუმშვა
მუშტის შიგნით მოქცეული ცერა თითი - Sputnik საქართველო
მუშტის შიგნით მოქცეული ცერა თითი

თქვენ მახვილგონიერი და მჭევრმეტყველი ადამიანი ხართ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა მაინცდამაინც იოლად არ გამოგდით. ირგვლივ მყოფებს შესაძლოა შორიდან პირქუში და სიტყვაძუნწი ეჩვენებოდეთ, მაგრამ როგორც კი ახლოს გაგიცნობენ, მაშინვე ხვდებიან, რომ სინამდვილეში რბილი და იოლად გულსატკენი ადამიანი ხართ. თქვენ ფლობთ უნიკალურ უნარს, ღრმად ჩაწვდეთ ნებისმიერი პრობლემის არსს და მისი გადაჭრის გზებიც მოძებნოთ. გამჭრიახი ხართ და ფაქიზად გრძნობთ ვითარებას. თქვენი დაკვირვება ხშირად ყველაზე ზუსტია, ხოლო დასკვნები — ყველაზე სწორი. პედანტურობასა და დაფიქრებულობას მხოლოდ სარგებელი მოაქვს თქვენთვის, თუმცა ხანდახან ბევრს ითხოვთ საკუთარი თავისგან, რაც ზედმეტ შფოთვას იწვევს. ამიტომაც გჭირდებათ ახლო ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც უსიტყვოდ გაგიგებთ.

განშლაშეკუმშვა
ზემოთკენ აღმართული ცერა თითი - Sputnik საქართველო
ზემოთკენ აღმართული ცერა თითი

მოკრძალებული, თუმცა წიგნიერი და ყოველმხრივ განათლებული ადამიანი ბრძანდებით. დაუდგრომელი ხართ, საქმიანი და ხშირად წარმოუდგენელი იდეების გენერატორიც. გიყვართ სამყაროს ღრმად შესწავლა და საამისო უნარებსაც ფლობთ. თუმცა ერთ საგანზე კონცენტრაცია გიჭირთ, ვინაიდან გამუდმებით ყველაფრის ერთბაშად შესწავლას ცდილობთ. ირგვლივ მყოფები "მოსიარულე ვიკიპედიად" მიგიჩნევენ და ხშირად გთხოვენ რჩევას. საკმაოდ გულდახურული ხართ და გამოწვლილვით არჩევთ მეგობრებს. მხოლოდ რჩეულებისთვის ხდით ფარდას დაფარულს და მხოლოდ მათ აძლევთ ფასდაუდებელ რჩევებს.

განშლაშეკუმშვა
ყველა ახალი ამბავი
0