https://sputnik-georgia.com/20220730/semtxveva-grigoletsi-269031203.html
მდინარე სუფსაში სატვირთო გადავარდა: ცნობილია მიზეზი
მდინარე სუფსაში სატვირთო გადავარდა: ცნობილია მიზეზი
Sputnik საქართველო
მძღოლი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T17:33+0400
2022-07-30T17:33+0400
2022-08-01T12:17+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0d/266635789_0:109:1281:829_1920x0_80_0_0_0e349e8528ec82b7953ff59549adff2e.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა, რომელიც ფოთიდან ბათუმისკენ მიდიოდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა გრიგოლეთში.გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა მდინარეში, საიდანაც მეთევზეებმა და დროულად გამოცხადებულმა მაშველებმა ამოიყვანეს. როგორც თავად სატვირთოს მძღოლი ალექსი მაისურაძე ამბობს, მის წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან მანევრირება სცადა, რომ სხვა ავტომობილებს არ შეჯახებოდა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა. „ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. სხვა გზა არ მქონდა, დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი, სამაშველოც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანებიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო, მაგრამ ადამიანს ფარავდა. მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ“, — განაცხადა მძღოლმა.ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირვებია.მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0d/266635789_10:0:1147:853_1920x0_80_0_0_007d3c00c5c562b0f46ee28ca7b2d0f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
მდინარე სუფსაში სატვირთო გადავარდა: ცნობილია მიზეზი
17:33 30.07.2022 (განახლებულია: 12:17 01.08.2022) მძღოლი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა, რომელიც ფოთიდან ბათუმისკენ მიდიოდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა გრიგოლეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა მდინარეში, საიდანაც მეთევზეებმა და დროულად გამოცხადებულმა მაშველებმა ამოიყვანეს.
როგორც თავად სატვირთოს მძღოლი ალექსი მაისურაძე ამბობს, მის წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან მანევრირება სცადა, რომ სხვა ავტომობილებს არ შეჯახებოდა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა.
„ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. სხვა გზა არ მქონდა, დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი, სამაშველოც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანებიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო, მაგრამ ადამიანს ფარავდა. მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ“, — განაცხადა მძღოლმა.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირვებია.
მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.