https://sputnik-georgia.com/20220730/saqartveloshi-atenis-sionis-tazars-agadgenen-269032690.html
საქართველოში ატენის სიონის ტაძარს აღადგენენ
საქართველოში ატენის სიონის ტაძარს აღადგენენ
Sputnik საქართველო
ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება. 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T19:15+0400
2022-07-30T19:15+0400
2022-07-30T19:15+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1d/268988246_169:404:1880:1366_1920x0_80_0_0_d4227bdd0a51df74808d0d7576da858c.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება - ვითარებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო.მინისტრი წულუკიანი მონასტრის მდგომარეობას გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო.VII საუკუნით დათარიღებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშის, ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მეუფე ანდრიასა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, გადაწყდა პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია.ატენის სიონი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო. ტაძარი რამდენიმეჯერ არის გაძარცვული დამპყრობლების მიერ. შემოსევებს გადაურჩა 1080 წლით დათარიღებული კედლის წარწერები, ასევე შემორჩენილია ხანძრის კვალი - შაჰ-აბას I-ის ლაშქრობის დროს ტაძარში კოცონი დაანთეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1d/268988246_367:379:1682:1366_1920x0_80_0_0_34f85d4309bf2fbf0e52a11fdc6d04d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ატენის სიონის ტაძარს აღადგენენ
ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება - ვითარებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო.
მინისტრი წულუკიანი მონასტრის მდგომარეობას გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო.
VII საუკუნით დათარიღებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშის, ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მეუფე ანდრიასა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, გადაწყდა პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია.
ატენის სიონი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო. ტაძარი რამდენიმეჯერ არის გაძარცვული დამპყრობლების მიერ. შემოსევებს გადაურჩა 1080 წლით დათარიღებული კედლის წარწერები, ასევე შემორჩენილია ხანძრის კვალი - შაჰ-აბას I-ის ლაშქრობის დროს ტაძარში კოცონი დაანთეს.