https://sputnik-georgia.com/20220730/saavtomobilo-gzebis-departamentma-saarbitrajo-dava-moigo-269034359.html
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი: საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი: საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო
Sputnik საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T19:39+0400
2022-07-30T19:39+0400
2022-08-01T12:22+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259844101_0:98:1875:1153_1920x0_80_0_0_256cbbe45a40c26bddccb4326479c775.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის საქმეზე საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60 — ეს არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვრიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია. გზის ქართული მონაკვეთის ძირითადი ნაწილია რიკოთის უღელტეხილი.უწყების ცნობით, დავები წარმოებდა საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში.ამ დროისთვის დეპარტამენტმა უკვე იპოვა კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ერთი მონაკვეთისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად გამოცხადებულია ტენდერი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259844101_42:210:1429:1250_1920x0_80_0_0_48b4f5442661e08e1d282d770bf5642b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი: საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო
19:39 30.07.2022 (განახლებულია: 12:22 01.08.2022) საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის საქმეზე საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60 — ეს არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვრიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია. გზის ქართული მონაკვეთის ძირითადი ნაწილია რიკოთის უღელტეხილი.
უწყების ცნობით, დავები წარმოებდა საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში.
არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.
ამ დროისთვის დეპარტამენტმა უკვე იპოვა კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ერთი მონაკვეთისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად გამოცხადებულია ტენდერი.