https://sputnik-georgia.com/20220730/prokuraturam-20-wlis-bchis-mkvlelobistvis-dakavebulebs-brali-warudgina-269035129.html
20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პროკურატურა საქმის დეტალებს ასაჯაროებს
20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პროკურატურა საქმის დეტალებს ასაჯაროებს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა მკვლელობაში მთავარი ბრალდებული გუშინ დააკავეს 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T20:29+0400
2022-07-30T20:29+0400
2022-07-30T20:29+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა დაკავებულმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიების ცნობით, ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა, მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პროკურატურა საქმის დეტალებს ასაჯაროებს
სამართალდამცველებმა მკვლელობაში მთავარი ბრალდებული გუშინ დააკავეს
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა დაკავებულმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ცნობით, ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა, მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.