„მუხლმოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ“ - გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
გუდაურის ტრაგედიაში ერთადერთი ადამიანი, 32 წლის ნუგზარ რაზმაძე გადარჩა, რომელიც ამ დროისათვის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. გუდაურში ტურისტთან ერთად პარაპლანით ფრენის დროს ჩამოვარდნილი და დაშავებული ინსტრუქტორის, ნუგზარ რაზმაძის დედა გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და პატიებას სთხოვს მათ.
„ვინც იქ ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა, ჩემი შვილის გამო დაიღუპა, იმათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიონ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო! ისინი მედარდება. გთხოვთ, მაპატიეთ“, - მიმართავს დედა დაღუპულთა ოჯახებს.
დაშავებული პარაპლანისტი ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მას შესაბამის კვლევები და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინ, 29 ივლისს, გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე, რომლებიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების გადასარჩენად მიფრინავდა, რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
ყველა ახალი ამბავი
0