https://sputnik-georgia.com/20220730/momavali-geniosi-xelweridan-cans-269026831.html
ბავშვი გენიოსია, თუ... მეცნიერებმა მაღალი ინტელექტის ნიშანი დაასახელეს
ბავშვი გენიოსია, თუ... მეცნიერებმა მაღალი ინტელექტის ნიშანი დაასახელეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ადამიანის ინტელექტის დონის განსაზღვრა ბავშვობაშია შესაძლებელი და ამის უპირველესი მანიშნებელი ხელწერაა, აცხადებენ ამერიკელი... 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T16:49+0400
2022-07-30T16:49+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/69/246596995_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_88800e30e416254a9d1915f413bec299.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ადამიანის ინტელექტის დონის განსაზღვრა ბავშვობაშია შესაძლებელი და ამის უპირველესი მანიშნებელი ხელწერაა, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს, როგორ წერენ მომავალი გენოსები. მათი კვლევა ჟურნალ American Journal of Psychology-შია გამოქვეყნებული.სწავლულებმა გაარკვიეს, რატომ სწავლობს ზოგი ბავშვი წერას მარტივად, წერს მსხვილი, თანაბარი და ლამაზი ასოებით, ხოლო ზოგი – პირიქით, ულამაზოდ და ძნელად წასაკითხად.აღმოჩნდა, რომ ულამაზო, გაურკვეველი, „ბატიფეხური“ კალიგრაფია სინამდვილეში იმის ნიშანია, რომ ბავშვს მაღალი ინტელექტი აქვს, დაჯილდოებულია ტალანტით და შესაძლოა გენიოსიც კი იყოს.კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წერის დროს, იმისათვის, რომ ასოების მოხაზულობა იყოს ლამაზი და თანაბარი, ტვინმა უნდა გადაამუშაოს უფრო მეტი ინფორმაცია და პროცესი — ხელების მდგომარეობა, თვალების, მოქმედების კოორდინაცია, ნაწერის განლაგება და მისი პროპორციულობა. ეს ყველაფერი მოითხოვს ყურადღებასა და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, მაგრამ არაფერს ამბობს ინტელექტზე.მეცნიერთა დასკვნით, თუ ბავშვი წერს გულდასმით, ლამაზად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის ტექსტის შინაარსზე არ ფიქრობს, არ ამუშავებს მიწოდებულ ინფორმაციას და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი იკარგება. ამიტომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსტის მრავალჯერადი გადაწერა მის დამახსოვრებას უწყობს ხელს, მცდარია. პირიქით, ლამაზად წერის დროს ანალიზისა და დამახსოვრების პროცესი ნელდება.ის ბავშვები კი, რომლებიც ნაწერის სილამაზეს არად დაგიდევენ, მეტად არიან კონცენტრირებული ტექსტსა და ინფორმაციაზე. ისინი წვდებიან არსს, აანალიზებენ, ამუშავებენ მიღებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ აქვთ მათ უფრო მაღალი ინტელექტი.წყარო: American Journal of Psychology
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/69/246596995_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_cbf142fba02e1411308cc3d3f79ad1bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ადამიანის ინტელექტის დონის განსაზღვრა ბავშვობაშია შესაძლებელი და ამის უპირველესი მანიშნებელი ხელწერაა, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს, როგორ წერენ მომავალი გენოსები.
მათი კვლევა ჟურნალ American Journal of Psychology-შია გამოქვეყნებული.
სწავლულებმა გაარკვიეს, რატომ სწავლობს ზოგი ბავშვი წერას მარტივად, წერს მსხვილი, თანაბარი და ლამაზი ასოებით, ხოლო ზოგი – პირიქით, ულამაზოდ და ძნელად წასაკითხად.
აღმოჩნდა, რომ ულამაზო, გაურკვეველი, „ბატიფეხური“ კალიგრაფია სინამდვილეში იმის ნიშანია, რომ ბავშვს მაღალი ინტელექტი აქვს, დაჯილდოებულია ტალანტით და შესაძლოა გენიოსიც კი იყოს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წერის დროს, იმისათვის, რომ ასოების მოხაზულობა იყოს ლამაზი და თანაბარი, ტვინმა უნდა გადაამუშაოს უფრო მეტი ინფორმაცია და პროცესი — ხელების მდგომარეობა, თვალების, მოქმედების კოორდინაცია, ნაწერის განლაგება და მისი პროპორციულობა. ეს ყველაფერი მოითხოვს ყურადღებასა და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, მაგრამ არაფერს ამბობს ინტელექტზე.
მეცნიერთა დასკვნით, თუ ბავშვი წერს გულდასმით, ლამაზად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის ტექსტის შინაარსზე არ ფიქრობს, არ ამუშავებს მიწოდებულ ინფორმაციას და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი იკარგება. ამიტომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსტის მრავალჯერადი გადაწერა მის დამახსოვრებას უწყობს ხელს, მცდარია. პირიქით, ლამაზად წერის დროს ანალიზისა და დამახსოვრების პროცესი ნელდება.
ის ბავშვები კი, რომლებიც ნაწერის სილამაზეს არად დაგიდევენ, მეტად არიან კონცენტრირებული ტექსტსა და ინფორმაციაზე. ისინი წვდებიან არსს, აანალიზებენ, ამუშავებენ მიღებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ აქვთ მათ უფრო მაღალი ინტელექტი.