https://sputnik-georgia.com/20220730/maimunis-yvavili-269028844.html
მაიმუნის ყვავილით ევროპაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა
მაიმუნის ყვავილით ევროპაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის... 30.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-30T18:23+0400
2022-07-30T18:23+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ესპანეთი
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262472735_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_0547f4096cf0ffca13e6fb387fcbe47c.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.ეს ამ დაავადებით გარდაცვალების პირველი ცნობილი შემთხვევაა ევროპაში და მეორე — აფრიკის გარეთ.ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაიმუნის ყვავილით დაღუპული პირველი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბრაზილიის ხელისუფლებამ. ექიმების თქმით, გარდაცვლილ 41 წლის მამაკაცს, ლიმფომის გამო, დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა.ამ დროისათვის აფრიკის კონტინენტის გარეთ ხუთი ადამიანია გარდაცვლილი მაიმუნის ყვავილით.ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში (შეერთებული შტატების შემდეგ) მაიმუნის ყვავილის შემთხვევების რაოდენობით. ეროვნული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ქსელის (Renave) მონაცემებით, ქვეყანაში დაავადების 4298 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან მინიმუმ 120 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შემთხვევების 82 პროცენტში პაციენტები სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირდნენ. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა — 4000-ზე მეტი ადამიანი მამაკაცია. ამავე დროს, მათგან 3500-ზე მეტს თავისივე სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია.ამასთან პორტუგალიელი და ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ტრადიციული გაგებით, და მისით ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს მჭიდრო ფიზიკური კონტაქტისას.23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნის ყვავილი ჯანდაცვის სფეროს გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. იმ დროისთვის 75 ქვეყანაში 16000-ზე მეტი შემთხვევა იყო ცნობილი. ინფექციების უმეტესობა გამოვლენილია ევროპასა და ამერიკაში.მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ-იორკის შტატშიც.წყარო: ტელეარხი Rtve
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262472735_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_13b0d45b723d32ecd1fde253ee6a8d8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ეს ამ დაავადებით გარდაცვალების პირველი ცნობილი შემთხვევაა ევროპაში და მეორე — აფრიკის გარეთ.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაიმუნის ყვავილით დაღუპული პირველი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბრაზილიის ხელისუფლებამ. ექიმების თქმით, გარდაცვლილ 41 წლის მამაკაცს, ლიმფომის გამო, დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა.
ამ დროისათვის აფრიკის კონტინენტის გარეთ ხუთი ადამიანია გარდაცვლილი მაიმუნის ყვავილით.
ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში (შეერთებული შტატების შემდეგ) მაიმუნის ყვავილის შემთხვევების რაოდენობით. ეროვნული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ქსელის (Renave) მონაცემებით, ქვეყანაში დაავადების 4298 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან მინიმუმ 120 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შემთხვევების 82 პროცენტში პაციენტები სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირდნენ. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა — 4000-ზე მეტი ადამიანი მამაკაცია. ამავე დროს, მათგან 3500-ზე მეტს თავისივე სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია.
ამასთან პორტუგალიელი და ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ტრადიციული გაგებით, და მისით ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს მჭიდრო ფიზიკური კონტაქტისას.
23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნის ყვავილი ჯანდაცვის სფეროს გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. იმ დროისთვის 75 ქვეყანაში 16000-ზე მეტი შემთხვევა იყო ცნობილი. ინფექციების უმეტესობა გამოვლენილია ევროპასა და ამერიკაში.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო,
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ-იორკის შტატშიც.