საქართველოში გლოვის დღეა

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. გუდაურთან ახლოს, თეთრი არაგვის ხეობაში 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშები დაეშვა.
გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე, დაზუსტებული ინფორმაციით, რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
ვერტმფრენი კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა. ასევე დაიღუპა პარაპლანისტებიდან ერთი, უცხოეთის მოქალაქე, მეორე გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.
ყველა ახალი ამბავი
0