მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხლების სერიალები: აგვისტოს კალენდარი

გეომაგნიტური ქარიშხალი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აგვისტოში პლანეტა დედამიწის მოსახლეობას გეომაგნიტური დარტყმების სერიალი ელის, ირკვევა მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებიდან.
როგორც სპეციალისტები პროგნოზიდან ირკვევა, აგვისტოში არაერთი მაგნიტური ქარიშხლის გადატანა მოგვიწევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ — განსაკუთრებით მეტეოდამოკიდებული ადამიანები.

აგვისტოს მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

2 გვისტო – თვის პირველი მაგნიტური ქარიშხლის ძალა 3-4 ბალს მიაღწევს.
3 აგვისტო — პიკზე ქარიშხლის ძალა 4 ბალი იქნება.
4-6 აგვისტო — მოსალოდნელია 3 ბალის სიმძლავრის ქარიშხალი, თუმცა ის შესაძლოა ძლიერ გეომაგნიტურ რყევებში გადაიზარდოს.
9-12 აგვისტო — 3-ბალიანი გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხალი.
18-20 აგვისტო — ქარიშხლის სიმძლავრე 3 ბალს მიაღწევს, შესაძლოა გადაიზარდოს საშუალო აქტივობის შტორმში.
25-29 აგვისტო — გაჭიანურებული ქარიშხლის მეორე ტალღა, სიმძლავრე — 3 ბალი. შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ქარიშხალში.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0