ხატია ბუნიათიშვილი კონცერტებს ავსტრიაში, კანადაში, არგენტინაში გამართავს

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
პროგრამაში შედის ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, ბახის, შუბერტის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ავსტრიაში, საფრანგეთში, დანიაში, კანადაში, ბრაზილიასა და არგენტინაში საკონცერტო ტური დააანონსა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართება.
მუსიკოსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურნეს დეტალური პროგრამა გამოჩნდა, სადაც ჩამოთვლილია ყველა თარიღი, ქალაქი და საკონცერტო ადგილი, სადაც ცნობილი ქართველი შემსრულებელი გამოვა.
ბუნიათიშვილი დაუკრავს ბუენოს-აირესში, რიო-დე-ჟანეიროში, სან-პაულუში, კოპენჰაგენში, ვანკუვერში, ავსტრიულ მონდზეესა და ფრანგულ La Roque d'Antheron-ში. პროგრამაში შედის ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, ბახის, შუბერტის, ლისტის, შოპენის, კუპერინის, სატის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ალბომისთვის Franz Liszt, ხოლო 2016 წელს ალბომისთვის Kaleidoscope, რომელშიც შედიოდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ბუნიათიშვილს კონცერტებით უამრავი სცენა აქვს დაპყრობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
ყვითელი ამბები
ხატია ბუნიათიშვილს საფრანგეთში კონცერტზე ფეხზე წამოუდგნენ - ვიდეო
ხატია დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა მან უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკში დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. უკვე ექვსი წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა კამერულ ორკესტრთან ერთად თბილისში.
2003 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტმა, ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო. ასევე მიღებული აქვს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის კონკურსის პირველი პრიზი.
ბუნიათიშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატი (2010), ხოლო მისი ალბომი სახელწოდებით „შუბერტი" 2019 წლის მარტში საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0