თავისუფალი ჭიდაობა: ქართველები რომში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებენ

© courtesy of UWWჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რომში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს.
ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე 48, 55, 65, 80 და 110 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე სპორტსმენები გამოვლენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ჰყავს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე ასე გამოიყურება:
45კგ – ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
48კგ – გიორგი რომელაშვილი
51კგ – არშაკ ლულუკიანი
55კგ – საბა ღამბაშიძე
60კგ – დავით ქობულაშვილი
65კგ – გოგა ოთინაშვილი
71კგ – ნიკოლოზ მაისურაძე
80კგ – სანდრო ყურაშვილი
92კგ – ნიკა ფანცულაია
110კგ – რამინ გულიტაშვილი
აღსანიშნავია, რომ რომში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ბოლო საჭიდაო დღეს ორი ოქროს მედალი აიღო.
ოქროს მედლები ანრი ფუტკარაძემ და გიორგი აივაზიანმა მიიღეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე რუსიტაშვილმა, საბა სურმანიძემ და ლუკა გელაშვილმა მოიპოვეს. საბოლოოდ საქართველო გუნდურ ჩათვლაში ირანისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0