შვეიცარიის ბანკმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირადი ანგარიში დაბლოკა

© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშიგენადი გატილოვი
გენადი გატილოვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შვეიცარიის ერთ-ერთმა ბანკმა გაეროს ჟენევის განყოფილებაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გენადი გატილოვის პირადი ანგარიში დაბლოკა, იუწყება „რია ნოვოსტი“ მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით.
როგორც მისიაში განაცხადეს, შვეიცარიის ნეიტრალიტეტის დაკარგვით წარმოქმნილი პრობლემები არ შემოიფარგლება ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური სფეროთი და ის ასევე შეეხო მუდმივი მისიის ყოველდღიურ ცხოვრებას.

„სიტუაციას ამძიმებს აგრეთვე ხელოვნური დაბრკოლებები ჩვენი დიპლომატიური მისიის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რიგმა ბანკებმა, სადაზღვევო და ავტომომსახურების კომპანიებმა, რომლებთანაც გვქონდა გრძელვადიანი პარტნიორობა, გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ჩვენთან დადებულ კონტრაქტებზე და პირდაპირ დაასახელეს მიზეზი — იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთიდან ვართ. ადგილობრივ ბანკში დაბლოკილია ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირადი ანგარიშიც კი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გამოიყენებოდა სამედიცინო ხარჯების დასაფარად“, — აღნიშნეს წარმომადგენლობაში.

მათი განმარტებით, საბანკო ანგარიში დაბლოკილია „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ოფიციალური სტატუსის გამო“.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დიპლომატებისთვის და სხვა ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც შვეიცარიაში გაეროს სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ჩადიან, პროფესიული მოვალეობების შესრულება უფრო რთული გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0