ანსამბლი „სუხიშვილები" ბათუმში კონცერტების სერიას გამართავს

© courtesy of Sukhishvilebiანსამბლი „სუხიშვილები"
ანსამბლი „სუხიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
კონცერტების ბილეთები აქტიურად იყიდება.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტებს 13-15 აგვისტოს გამართავს.
ანსამბლი აქტიურად ატარებს გასტროლებს ამ ზაფხულში, მართავს მრავალ კონცერტს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამჟამად ანსამბლი კვიპროსში იმყოფება, სადაც რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.
© Courtesy of Sukhishvilebiანსამბლი „სუხიშვილები"
Национальный балет Грузии Сухишвили - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
ანსამბლი „სუხიშვილები"
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
© Courtesy of Sukhishvilebiანსამბლი „სუხიშვილები"
Национальный балет Грузии Сухишвили - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
ანსამბლი „სუხიშვილები"
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
© Photo: courtesy of Sukhishvili Ensembleნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
Нино и Илико были не просто супругами, но и друзьями - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0