საქართველოსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

© MESD of Georgiaკლერ მესონი და რომეო მიქაუტაძე მემორანდუმზე ხელმოწერისას
კლერ მესონი და რომეო მიქაუტაძე მემორანდუმზე ხელმოწერისას - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს სტაბილურ თანამშრომლობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების მიზნით.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მესონმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით.
მიქაუტაძის განცხადებით, მემორანდუმი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ამერიკულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

„მეტად გამახვილდება ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისების კუთხით. გარდა ამისა, გადაიდგმება უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოურ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მემორანდუმი მოიცავს ოთხ სტრატეგიულ მიზანს. ესენია: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებით; ინვესტიციების ხელშეწყობა განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით; საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა ენერგეტიკული ბაზრის სტაბილური მართვისთვის და ენერგეტიკის სექტორის სტაბილურობის გაზრდა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების გზით.
ყველა ახალი ამბავი
0