https://sputnik-georgia.com/20220729/sakira-espanetis-prokuratura-269004093.html
ესპანეთის პროკურატურა შაკირას 8 წლით დაპატიმრებას მოითხოვს
ესპანეთის პროკურატურა შაკირას 8 წლით დაპატიმრებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ესპანეთის პროკურატურამ მომღერალ შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა მოითხოვა... 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T19:44+0400
2022-07-29T19:44+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
ესპანეთი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252464919_0:0:3250:1828_1920x0_80_0_0_9a9dd174ed5b9c76c80505495a72d305.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ესპანეთის პროკურატურამ მომღერალ შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა მოითხოვა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე, იუწყება გაზეთი El Pais-ი საზედამხედველო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით.გამოცემის მონაცემებით, შაკირა ესპანეთში 2012-2014 წლებში გადასახადებს არ იხდიდა და ეს თანხები ოფშორულ ანგარიშებზე გადაჰქონდა.ესპანეთის ქალაქ ესპლუგეს-დე-ლიობრეგას (ბარსელონის პროვინცია) სასამართლო უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო სხდომების დაწყების შესახებ.ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ შაკირას ბრალდება გასულ კვირაში წაუყენა და „სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილი ექვსი დანაშაულისთვის“ მომღერლისთვის რვა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.27 ივლისს შაკირამ უარი თქვა პროკურატურასთან გარიგებაზე, ვინაიდან 14,5 მილიონი ევროს გადახდა, რასაც მას ედავებიან, თავისი ინტერესების საზიანოდ და არაპროპორციულად მიიჩნია. მომღერალმა უწყება „უკომპრომისობასა და ზეწოლის შეუსაბამო საშუალებების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.Euro Weekly News-ის ცნობით, სადავო პერიოდში მომღერალი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა და მხოლოდ „დროდადრო“ სტუმრობდა ესპანეთს, ამ ქვეყანაში საგადასახადო რეზიდენტის სტატუსით. თუმცა სასამართლოს წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი ინფორმაციით, შაკირამ ესპანეთში 183 დღეზე მეტი გაატარა წელიწადში. სამწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით პროკურატურა არსებულ საფუძვლებს საკმარისად მიიჩნევს მომღერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დასაწყებად.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252464919_519:0:3250:2048_1920x0_80_0_0_cf21ec0c1e7b70c08f284955ddba878f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთის პროკურატურა შაკირას 8 წლით დაპატიმრებას მოითხოვს
19:44 29.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ესპანეთის პროკურატურამ მომღერალ შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა მოითხოვა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე, იუწყება გაზეთი
El Pais-ი საზედამხედველო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, შაკირა ესპანეთში 2012-2014 წლებში გადასახადებს არ იხდიდა და ეს თანხები ოფშორულ ანგარიშებზე გადაჰქონდა.
ესპანეთის ქალაქ ესპლუგეს-დე-ლიობრეგას (ბარსელონის პროვინცია) სასამართლო უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო სხდომების დაწყების შესახებ.
ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ შაკირას ბრალდება გასულ კვირაში წაუყენა და „სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილი ექვსი დანაშაულისთვის“ მომღერლისთვის რვა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
27 ივლისს შაკირამ უარი თქვა პროკურატურასთან გარიგებაზე, ვინაიდან 14,5 მილიონი ევროს გადახდა, რასაც მას ედავებიან, თავისი ინტერესების საზიანოდ და არაპროპორციულად მიიჩნია. მომღერალმა უწყება „უკომპრომისობასა და ზეწოლის შეუსაბამო საშუალებების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
Euro Weekly News-ის ცნობით, სადავო პერიოდში მომღერალი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა და მხოლოდ „დროდადრო“ სტუმრობდა ესპანეთს, ამ ქვეყანაში საგადასახადო რეზიდენტის სტატუსით. თუმცა სასამართლოს წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი ინფორმაციით, შაკირამ ესპანეთში 183 დღეზე მეტი გაატარა წელიწადში. სამწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით პროკურატურა არსებულ საფუძვლებს საკმარისად მიიჩნევს მომღერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დასაწყებად.