ღარიბაშვილი: ქართული სასამართლო ევროკავშირის ბევრი ქვეყნის სასამართლოს უსწრებს წინ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ევროკავშირის პირობებს შორის ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში სასამართლო სისტემა ერთ-ერთი განსაკუთრებულია რეგიონში, ხოლო თავისი მიღწევებით ის ევროკავშირის ბევრი ქვეყნის სასამართლოს უსწრებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა.

„ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი, რომ იტყვიან, გამორჩეული მთელ რეგიონში. ის კი არა, ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „მოქალაქეების" მიერ მომზადებული ორი დოკუმენტი.
სხდომაში მმართველი პარტიისა და „მოქალაქეების" წარმომადგენლების გარდა მონაწილეობდნენ დეპუტატები პარტიებიდან „გირჩი", „საქართველოსთვის", „ევროპელი სოციალისტები".
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში.
ყველა ახალი ამბავი
0