https://sputnik-georgia.com/20220729/premieri-damtkicebulia-saqartvelo-icavs-dasavletis-sanqciebs-269008418.html
პრემიერი: დამტკიცებულია, რომ საქართველო იცავს დასავლეთის სანქციებს
პრემიერი: დამტკიცებულია, რომ საქართველო იცავს დასავლეთის სანქციებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ" მრავალი თვის განმავლობაში წარმოებულ ცილისწამებაზე პასუხი მიიღო. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T20:24+0400
2022-07-29T20:24+0400
2022-07-29T22:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953534_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_1d24b3e5c27a1572a574dd06bff29069.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველო არ ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ეს დადასტურებულია მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთს უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არაერთხელ განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მომხრეებმა, ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა.მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და უკრაინის წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ამავე დროს იცავს საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს საფინანსო სექტორი, ეროვნული ბანკის მითითებით, სანქციებს დაუყოვნებლივ, 26 თებერვალს შეუერთდა.საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციების დაცვას მკაცრად აკონტროლებს>>„საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო ინსტიტუტები მთლიანად მოქმედებენ ფინანსური სანქციების შესაბამისად, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.ასევე აღნიშნულია, რომ საფინანსო ინსტიტუტები ადგილზე სისტემატურად მოწმდება.რუსეთმა უკრაინაში ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953534_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_ec0d706926d5ac7b9131843bdb0d3e9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აშშ , პოლიტიკა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აშშ , პოლიტიკა
პრემიერი: დამტკიცებულია, რომ საქართველო იცავს დასავლეთის სანქციებს
20:24 29.07.2022 (განახლებულია: 22:18 29.07.2022) საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ" მრავალი თვის განმავლობაში წარმოებულ ცილისწამებაზე პასუხი მიიღო.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველო არ ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ეს დადასტურებულია მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთს უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არაერთხელ განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მომხრეებმა, ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა.
„დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში... ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და უკრაინის წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ამავე დროს იცავს საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს საფინანსო სექტორი, ეროვნული ბანკის მითითებით, სანქციებს დაუყოვნებლივ, 26 თებერვალს შეუერთდა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო ინსტიტუტები მთლიანად მოქმედებენ ფინანსური სანქციების შესაბამისად, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ასევე აღნიშნულია, რომ საფინანსო ინსტიტუტები ადგილზე სისტემატურად მოწმდება.
რუსეთმა უკრაინაში ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.