მაღალი ფასები უძრავი ქონების იჯარაზე - რატომ ჭირს საცხოვრებლის დაქირავება თბილისში?

გამოწერა
საქართველოში 2022 წლის მარტიდან 120 ათასზე მეტი უცხოელი ჩამოვიდა რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. ბევრი მათგანი აქ რჩება საცხოვრებლად, რამაც ქირის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამით პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მცხოვრებლებს.
ერთსაძინებლიანი ბინის ქირაობა ვაკეში ადრე 300 დოლარი ღირდა, ახლა ფასი დაახლოებით 1000 დოლარამდე გაიზარდა. ფასებმა მოიმატა ყველგან – როგორც ქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში. საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის პირობებში უკვე ყველას აღარ აქვს საშუალება იქირაოს ბინა.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე აისახა. ზაფხულის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპოტესტო აქციები მოეწყო – სტუდენტები მოითხოვდნენ საცხოვრებელს, ან სესიების ონლაინ რეჟიმში ჩაბარების საშუალებას. ახლა არდადეგებია, მაგრამ ახალგაზრდობა აქციების შემოდგომაზე გამართვას ისევ აპირებს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.
ექსპერტებს უჭირთ თქმა, თუ რა მოხდება უძრავი ქონების ბაზარზე უახლოეს მომავალში. ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ზაფხულის მიწურულს სიტუაცია შეიცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0