კრიზისი „ნაცმოძრაობაში" ძლიერდება" - დეპუტატი „ოცნებიდან"

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობა"
„ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი მომხრე მისთვის ნიადაგის გამოცლას ცდილობს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კრიზისი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" (ენმ) ძლიერდება, რადგან ის არაა ორიენტირებული ეროვნულ ინტერესებზე, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" რატი იონათამიშვილმა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას ბოლო განცხადების კომენტარისას.
მელიამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეთა იმ ნაწილს მიმართა, რომელიც პარტიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან აქამდე ვერ მოახერხა პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა. მელიამ განაცხადა, რომ ეს ადამიანები მხოლოდ გარეგნულად მოჩანან, რომ პარტიის მომხრენი არიან, სინამდვილეში კი მისთვის ნიადაგის გამოცლას ცდილობენ.

„ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან ღრმა და მძიმე კრიზისია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან განპირობებულია იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური და თუნდაც ანტიევროპული ქმედებებით, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა" გამოირჩევა", – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან დაკავშირებით მან ივარაუდა, რომ „ნაცმოძრაობა" ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრება".
კრიტიკულად განწყობილ მომხრეებთან დაკავშირებით მელიამ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ყველაფერი ახალი – ახალი ამომრჩევლები, ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო დროს უერთდებიან „ნაცმოძრაობას".
მელიამ აღნიშნა, რომ მასთან ბრძოლა სააკაშვილთან ბრძოლას ნიშნავს, რადგან პარტიის გამარჯვება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას ნიშნავს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0