უბედური შემთხვევა გუდაურში: პარაპლანი კლდეს შეეჯახა

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიპარაპლანი
პარაპლანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ამ დროისათვის დაშავებულების გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა, არიან დაშავებულები, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ძნელად მისადგომი ადგილია, რაც ოპერაციის პროცესს ართულებს.
ეს გუდაურში ამ თვეში მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის. იმავე ადგილზე 16 ივლისს პარაპლანი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი - 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - გადარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0