სამაშველო ოპერაცია ტრაგედიით დამთავრდა - გუდაურში ვერტმფრენი აფეთქდა

© photo: Sputnikვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე სულ რვა ადამიანი იმყოფებოდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 4 წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

„მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეს გუდაურში ამ თვეში მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის. 16 ივლისს გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი - 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - გადარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0