თბილისის მერია რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გარე ვაჭრობას კრძალავს - ვიდეო

გამოწერა
თბილისის მერია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას დახლებისგან წმენდს. „სპეცოპერაცია“ გარე მოვაჭრეების წინააღმდეგ პოლიციის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და მეტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ დაშალეს დახლები, რომლებითაც გარე მოვაჭრეები სარგებლობდნენ.
თბილისის მერიამ დაასუფთავა ცაბაძის, თევდორე მღდვლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩები, ასევე წერეთლისა და თამარ მეფის გამზირები ნაწილობრივ. სამუშაოებს ასრულებდა კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“. ტროტუარები და ქუჩები სპეციალური საშუალებებით მოირეცხა.
ყველა ახალი ამბავი
0