20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: შსს საქმის დეტალებს ასაჯაროებს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ამ დროისათვის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების მიზნით აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
ცხვარიჭამიაში ტრაგედია გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაჭრის ფაქტს წვეულების სტუმრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მასმედიის ცნობით, გარდაცვლილი თბილისში ცნობილი ექიმის ნინო ვაშაკიძის ვაჟი მირიან კუკავაა.
მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში სამართალდამცველები გვიან ღამემდე კითხავდნენ წვეულების მონაწილე 30-მდე პირს, რის შემდეგაც მოხდა დაკავებები.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0