https://sputnik-georgia.com/20220729/ceskos-gancxaedba-269015977.html
ცესკო: ზოგი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება უწყების დისკრედიტაციას ახდენენ
ცესკო: ზოგი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება უწყების დისკრედიტაციას ახდენენ
Sputnik საქართველო
ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებები არ გაავრცელონ. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T22:46+0400
2022-07-29T22:46+0400
2022-07-29T22:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121124_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_bb19ccec0659d872f27358f5079beba5.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიუღებლად მიაჩნია კანდიდატების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენება და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, კანდიდატებთან დაკავშირებით წარადგინონ არგუმენტირებული მოსაზრებები.როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყებაა, რასაც ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება.ამასთან ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან და ნუ შეუშლიან ხელს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში წარმართვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121124_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_38250a76339ac5cf6271a4c8bb30027d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, ახალი ამბები
ცესკო: ზოგი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება უწყების დისკრედიტაციას ახდენენ
ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებები არ გაავრცელონ.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადება დღეს ჯერ კიდევ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესის დასრულებამდე გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობდა ღიად და გამჭვირვალედ, დაინტერესებულმა პირებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საკონკურსო კომისიის სანდოობის საკითხიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც აკადემიური საზოგადოებისგან, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიუღებლად მიაჩნია კანდიდატების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენება და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, კანდიდატებთან დაკავშირებით წარადგინონ არგუმენტირებული მოსაზრებები.
„მოვუწოდებთ მათ, უსაფუძვლო განცხადებებით ნუ აზიანებენ ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრების არჩევა. გარდა ამისა, შევახსენებთ ოპონენტებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უკვე ორჯერ მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია პარლამენტმა და არა ერთპარტიულად, როგორც ამას დაინტერესებული მხარეები აცხადებენ“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყებაა, რასაც ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება.
ამასთან ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან და ნუ შეუშლიან ხელს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში წარმართვას.