მძღოლი ძაღლი და უთავო კატები: Animal Friends Comedy Pet Photo Awards-ის ფინალისტები
15:41 29.07.2022 (განახლებულია: 20:18 29.07.2022)
გამოწერა
შინაური ცხოველების სასაცილო სურათების კონკურსი Comedy Pet Photo Awards სამი წლის წინ შექმნეს Comedy Wildlife Photography Awards-ის ცნობილი კონკურსის ორგანიზატორებმა, რომელიც ველური ცხოველების სასაცილო ფოტოებს ეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობაზე რეგისტრაცია მაისში დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა. ფოტოები წარმოდგენილია ხუთ ნომინაციაში: „ძაღლები: ჩვენი საუკეთესო მეგობრები“, „კატები: ჩვენი საოცარი მეგობრები“, „ყოვლისშემძლე ცხენი“, „ყველა დიდი და პატარა არსება“, „იუნიორი (16 წლამდე)“.
ბოლო კატეგორიაში მონაწილეობა უფასოა, სხვა კატეგორიებზე დაწესებულია სიმბოლური ფასი 1,95-დან 10 ფუნტ სტერლინგამდე, რაც განისაზღვრება განაცხადების რაოდენობით.
შეგროვებულ თანხებს ორგანიზატორები შინაური ცხოველების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხავენ.

გერმანელი სტეფან ბრუზიუსის „ალპაკა, რომელსაც ბოლი ასდის“

ესპანელი ხოსე ბაიონას „ნილოს სიყვარული წყლისადმი“

გერმანელი კარლ გოლდჰამერის „ჯერ არ დავნაყრებულვარ“

„რადიმ დილიპეკის „ბედნიერი ცხენები“

თურქი მეჰმეთ ასლანის „მძღოლი ძაღლი“

ბრიტანელი სარა ფიონა ჰელმეს „მიაუ, თუ შეიძლება!“

გერმანელი სტეფან ბრუზიუსის „თქვენ გესაუბრებით“

იაპონელი კაძუტოში ონოს ნამუშევარი

ამერიკელი მარკო იოვანოვიჩის „თოვლში მორბენალი“

იაპონელი კენიი მორინაგას „ბუმ-ბუმ“

კანადელი სარა ფონ კეიტცის „ფუნთუშა გუფი“

ფრეია შარპას „ბუჩქებში გაჭედილი კატა ჯეკი“