https://sputnik-georgia.com/20220729/aerodromebi-f-16-st-vis-269011893.html
მოსაზრება: რატომ ამზადებენ ბანდეროველები აეროდრომებს F-16-სთვის
მოსაზრება: რატომ ამზადებენ ბანდეროველები აეროდრომებს F-16-სთვის
Sputnik საქართველო
კიევს გადასარჩენად სჭირდება აშშ-ის ჩაბმა რუსეთთან ომში, ამისათვის კი საჭიროა ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის მიწოდება შორი მანძილის სარაკეტო იარაღით. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T19:04+0400
2022-07-29T19:04+0400
2022-07-29T21:21+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1c/268976773_0:91:3479:2048_1920x0_80_0_0_07d4a2bfd85e56f754d35ac819114a68.jpg
კიევს გადასარჩენად სჭირდება აშშ-ის ჩაბმა რუსეთთან ომში, ამისათვის კი საჭიროა ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის მიწოდება შორი მანძილის სარაკეტო იარაღით.უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინის საჰაერო ძალების მომავალს უკავშირებს შეიარაღებაში „სწრაფი და უნივერსალური“ ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის მიღებას, მსჯელობს აეროდრომების ადაპტაციაზე, ამ მანქანების ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე.აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა ჩარლზ ბრაუნმა ამას წინათ კიევს შესთავაზა ამერიკული F-15 ან F-16, ევროპული Eurofighter, Rafale, Gripen. და, მაინც, აშშ-ის მზადყოფნა, პირდაპირ გადასცეს უკრაინას თანამედროვე F-16-ის ორი ესკადრილია, ნათელი არ არის.F-16-ის განხილვის კონტექსტში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა შესწორება კანონში თავდაცვის ასიგნებების შესახებ – 100 მლნ დოლარის გამოყოფა უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების გასაწვრთნელად ამერიკული თვითმფრინავების ექსპლუატაციაში. სწავლების ადგილი განსაზღვრული ჯერ არ არის, მაგრამ თანხა მეტყველებს გეგმების სერიოზულობაზე. F-16-ის ბოლო მოდიფიკაციის Block 70 კომპლექტი დაახლოებით 200 მლნ დოლარი, F-35-ზე ძვირი ღირს.კიევში კატეგორიულად უარყვეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული მოიერიშეების А-10 Thunderbolt-ის შესაძლო მიწოდება. უკრაინის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა რეზნიკოვმა А-10 თვითმფრინავებს „ძველი“ და არასაჭირო უწოდა. A-10 Thunderbolt II მოიერიშე უკრაინულ სუ-25-ზე უკეთ გამოიყურება – აქვს სროლის სამჯერ მეტი მანძილი, გაორმაგებული საცეცხლე სიმძლავრე და მაღალი სიზუსტის იარაღიდან სროლის შესაძლებლობა.კიევი ნატოს კვლავ არარეალისტურ ამოცანას უსახავს – ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე. თუმცა 24 ერთეული F-16 გამანადგურებლით ამის გაკეთება ტექნოლოგიურად შეუძლებელია. უკრაინის საჰაერო სივრცეს უკვე ხუთი თვეა რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები აკონტროლებენ.4++ თაობის F-16-ის ამერიკული მსუბუქი გამანადგურებლები Fighting Falcon დასავლეთში თითქმის F-22 და F-35 თვითმფრინავების თანასწორადაა მიჩნეული. და, მაინც, საბრძოლო მახასიათებლებით ისინი საგრძნობლად ჩამოუვარდებიან რუსულ მძიმე გამანადგურებლებს Су-35С-სა და Су-30СМ-ს. კიევისთვის ამერიკული გამანადგურებლების მიწოდება, დიდი ალბათობით, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირ სამხედრო შეტაკებას გამოიწევს, თუ F-16 „ჰაერი-მიწა“ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენებენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამ შესაძლებლობაზე საჯაროდ საუბრობს.რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში კონსტანტინ გავრილოვმა ვენაში 27 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კიევის დასავლური იარაღით მომარაგებამ შეიძლება აიძულოს რუსეთი, გადავიდეს უფრო მკაცრ საპასუხო ქმედებებზე. „დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები იმგვარია, რომ ისინი საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს... ამ ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტის ზონის გაფართოება“.მოსკოვმა ფაქტობრივად გააფრთხილა ევროკავშირი და ნატო სპეცოპერაციის ზონის გაფართოებაზე უკრაინის საზღვრებს მიღმა.რუსულმა ავიაციამ 27 ივლისს დაბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის დისლოკაციის პუნქტები ნიკოლაევში, 200-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ცოტა ხნით ადრე ოდესის ოლქში ანალოგიურად განადგურდა 600-ზე მეტი მებრძოლი.რუსულ ფრთოსან რაკეტებს Х-101-ს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის განთავსების რაიონების განადგურება 5500 კმ-მდე მანძილზე.აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ მოიწონა უკრაინისთვის 100 ერთეული თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარის Panzerhaubitze 2000-ის მიყიდვა, რომელთა დანიშნულება რუსი სამხედროების 50 კმ-მდე დისტანციაზე განადგურებაა.ამერიკული კორპორაცია RAND-ის ანალიტიკოსები ბოლო მოხსენებაში აღნიშნავენ ალიანსის რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების მზარდ საშიშროებას: „თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნატო ემზადება რუსულ ჯარზე თავდასხმისთვის უკრაინის ტერიტორიაზე... ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მიიღებს უშუალოდ ნატოს ქვეყნებზე შეტევის გადაწყვეტილებას... რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საკუთარი ზარალის შესამცირებლად მას არ გააჩნია არავითარი სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ პირველმა მიიტანოს იერიში ნატოს ქვეყნებზე“. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს შეუძლია უყოყმანოდ გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი.კორპორაცია RAND აშშ-ის და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებს ურჩევს, არ გადაკვეთონ „წითელი ხაზები“, თავი აარიდონ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან. პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს ამერიკელების დახმარებით გაათავისუფლოს უკრაინული მიწები უახლოეს სამ-ექვს კვირაში. ინტრიგა რჩება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1c/268976773_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_be381bda2afbdcb4ccd07afe1773e357.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
კიევს გადასარჩენად სჭირდება აშშ-ის ჩაბმა რუსეთთან ომში, ამისათვის კი საჭიროა ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის მიწოდება შორი მანძილის სარაკეტო იარაღით.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინის საჰაერო ძალების მომავალს უკავშირებს შეიარაღებაში „სწრაფი და უნივერსალური“ ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის მიღებას, მსჯელობს აეროდრომების ადაპტაციაზე, ამ მანქანების ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა ჩარლზ ბრაუნმა ამას წინათ კიევს შესთავაზა ამერიკული F-15 ან F-16, ევროპული Eurofighter, Rafale, Gripen. და, მაინც, აშშ-ის მზადყოფნა, პირდაპირ გადასცეს უკრაინას თანამედროვე F-16-ის ორი ესკადრილია, ნათელი არ არის.
F-16-ის განხილვის კონტექსტში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა შესწორება კანონში თავდაცვის ასიგნებების შესახებ – 100 მლნ დოლარის გამოყოფა უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების გასაწვრთნელად ამერიკული თვითმფრინავების ექსპლუატაციაში. სწავლების ადგილი განსაზღვრული ჯერ არ არის, მაგრამ თანხა მეტყველებს გეგმების სერიოზულობაზე. F-16-ის ბოლო მოდიფიკაციის Block 70 კომპლექტი დაახლოებით 200 მლნ დოლარი, F-35-ზე ძვირი ღირს.
კიევში კატეგორიულად უარყვეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული მოიერიშეების А-10 Thunderbolt-ის შესაძლო მიწოდება. უკრაინის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა რეზნიკოვმა А-10 თვითმფრინავებს „ძველი“ და არასაჭირო უწოდა. A-10 Thunderbolt II მოიერიშე უკრაინულ სუ-25-ზე უკეთ გამოიყურება – აქვს სროლის სამჯერ მეტი მანძილი, გაორმაგებული საცეცხლე სიმძლავრე და მაღალი სიზუსტის იარაღიდან სროლის შესაძლებლობა.
კიევი ნატოს კვლავ არარეალისტურ ამოცანას უსახავს – ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე. თუმცა 24 ერთეული F-16 გამანადგურებლით ამის გაკეთება ტექნოლოგიურად შეუძლებელია. უკრაინის საჰაერო სივრცეს უკვე ხუთი თვეა რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები აკონტროლებენ.
4++ თაობის F-16-ის ამერიკული მსუბუქი გამანადგურებლები Fighting Falcon დასავლეთში თითქმის F-22 და F-35 თვითმფრინავების თანასწორადაა მიჩნეული. და, მაინც, საბრძოლო მახასიათებლებით ისინი საგრძნობლად ჩამოუვარდებიან რუსულ მძიმე გამანადგურებლებს Су-35С-სა და Су-30СМ-ს. კიევისთვის ამერიკული გამანადგურებლების მიწოდება, დიდი ალბათობით, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირ სამხედრო შეტაკებას გამოიწევს, თუ F-16 „ჰაერი-მიწა“ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენებენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამ შესაძლებლობაზე საჯაროდ საუბრობს.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში კონსტანტინ გავრილოვმა ვენაში 27 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კიევის დასავლური იარაღით მომარაგებამ შეიძლება აიძულოს რუსეთი, გადავიდეს უფრო მკაცრ საპასუხო ქმედებებზე. „დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები იმგვარია, რომ ისინი საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს... ამ ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტის ზონის გაფართოება“.
მოსკოვმა ფაქტობრივად გააფრთხილა ევროკავშირი და ნატო სპეცოპერაციის ზონის გაფართოებაზე უკრაინის საზღვრებს მიღმა.
რუსულმა ავიაციამ 27 ივლისს დაბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის დისლოკაციის პუნქტები ნიკოლაევში, 200-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ცოტა ხნით ადრე ოდესის ოლქში ანალოგიურად განადგურდა 600-ზე მეტი მებრძოლი.
რუსულ ფრთოსან რაკეტებს Х-101-ს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის განთავსების რაიონების განადგურება 5500 კმ-მდე მანძილზე.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ მოიწონა უკრაინისთვის 100 ერთეული თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარის Panzerhaubitze 2000-ის მიყიდვა, რომელთა დანიშნულება რუსი სამხედროების 50 კმ-მდე დისტანციაზე განადგურებაა.
ამერიკული კორპორაცია RAND-ის ანალიტიკოსები ბოლო მოხსენებაში აღნიშნავენ ალიანსის რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების მზარდ საშიშროებას: „თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნატო ემზადება რუსულ ჯარზე თავდასხმისთვის უკრაინის ტერიტორიაზე... ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მიიღებს უშუალოდ ნატოს ქვეყნებზე შეტევის გადაწყვეტილებას... რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საკუთარი ზარალის შესამცირებლად მას არ გააჩნია არავითარი სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ პირველმა მიიტანოს იერიში ნატოს ქვეყნებზე“. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს შეუძლია უყოყმანოდ გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
კორპორაცია RAND აშშ-ის და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებს ურჩევს, არ გადაკვეთონ „წითელი ხაზები“, თავი აარიდონ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან. პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს ამერიკელების დახმარებით გაათავისუფლოს უკრაინული მიწები უახლოეს სამ-ექვს კვირაში. ინტრიგა რჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე