20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პოლიციამ შვიდი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დამნაშავის ვინაობა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ტრაგედია გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაჭრის ფაქტს წვეულების სტუმრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მასმედიის ცნობით, გარდაცვლილი თბილისში ცნობილი ექიმის ნინო ვაშაკიძის ვაჟი მირიან კუკავაა.
მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში სამართალდამცველები გვიან ღამემდე კითხავდნენ წვეულების მონაწილე 30-მდე პირს, რის შემდეგაც მოხდა დაკავებები.
შსს-ში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0