მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი: უკრაინა კიევის რუსეთის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა

© AP Photo / Ukrainian Presidential Press Officeვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. უკრაინა, რომელიც მინიმუმ 1500 წლის წინ დაარსდა, არის კიევის რუსეთის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით ჩაწერა.

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც სათავეს მინიმუმ 1500 წლის წინ იღებს, როცა კიიმ, შჩეკმა, ხორივმა და ლებედმა უკრაინის დედაქალაქი დააარსეს. უკრაინა კიევის რუსეთის ერთადერთი მემკვიდრეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანას გამუდმებული, ყოველდღიური ბრძოლა უწევს იმისთვის, რათა მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ უკრაინა არც რომელიმე სახელმწიფოს განაპირა მხარეა და არც სხვა იმპერიის შემადგენელი ნაწილი.

„ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით, რათა პლანეტაზე თითოეულმა გაიგოს: ჩვენ არ ვართ კოლონია, ანკლავი თუ პროტექტორატი. არც გუბერნია, ეიალეთი თუ განაპირა მხარე. არ ვართ სხვა იმპერიის ნაწილი, „შემადგენელი მიწები“, მოკავშირე რესპუბლიკა. არც ავტონომია და არც პროვინცია. ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, განუყოფელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ უკრაინიდან დაიწყო „აღმოსავლეთი ევროპის ქრისტიანობის ისტორია, როდესაც 1034 წლის წინ ის კიევის მთავარმა ვლადიმირმა განათლა“.
უკრაინაში სახელმწიფოებრიობის დღე წელს პირველად აღინიშნება. ის გასულ წელს დაარსდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით. ეს დღე კიევის რუსეთის ნათლობის დღეს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0