ჭიდაობა: ორი ოქრო და სამი ბრინჯაო - ქართველმა ახალგაზრდებმა რომში ასპარეზობა დაასრულეს

© AFP 2024 / JACK GUEZბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობა
ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ ირანსა და აზერბაიჯანს ჩამორჩა და მესამე ადგილი დაიაკავა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საჭიდაო დღეს ორი ოქროს მედალი აიღო.
ანრი ფუტკარაძე ოქროს მედალს 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე ხორვატი მიხაელ ლუკაჩი (9:0), უნგრელი ატილა შუშორი (9:0), ამერიკელი არვინ ხოსრავი (10:0) და თურქი იბრაჰიმ ოზდემირი (13:5) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ დავუდ მამამდოვს 3:1 აჯობა.
ოქროს მედალი მოიპოვა 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი აივაზიანმა, რომელმაც აზერბაიჯანელი მიხაილ ისმაილოვი (9:0), იტალიელი რიკარდო ბუფისი (11:2) და ირანელი ჰამიდრეზა კეშტკარი (5:3) დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ დარიუს კიფერს 9:0 სძლია.
ორი ოქროს გარდა, ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე რუსიტაშვილმა, საბა სურმანიძემ და ლუკა გელაშვილმა აიღეს. საბოლოოდ საქართველო გუნდურ ჩათვლაში ირანისა და აზერბაიჯანის შემდეგ მე-3 ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0