სწრაფი ტესტი: ერთი შეკითხვა ფარული თვისებების გამოსავლენად

© Pixabay / geraltყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე
ყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ფსიქოლოგები უკვე დიდი ხანია, რაც პრაქტიკაში სხვადასხვა სურათებს იყენებენ. ყველაზე ხშირად ისინი თავად პაციენტებს სთავაზობენ კონკრეტულ თემაზე რაიმეს დახატვას. ეს ერთგვარი არტთერაპიაა, რომელიც ხელს უწყობს ყველა ფარული შიშის, კომპლექსისა და პრობლემის ზედაპირზე ამოტანას, რომლებსაც ადამიანი, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდეს.
გარდა ამისა, ფსიქოლოგები ადამიანის „ამოსაცნობად“ იყენებენ ნახატ-გამოცანებსაც, რომლებშიც თითოეული ადამიანი, მისი შინაგანი თვისებებიდან გამომდინარე, პირველ რიგში საკუთარს დაინახავს.
ქვემოთ გთავაზობთ სწრაფ, ვიზუალურ ტესტს, რომელიც დაადგენს, როგორი ადამიანი ხართ − ლიდერი თუ უბრალოდ ლიდერის მიმდევარი.
ამისათვის უბრალოდ უნდა დახედოთ ნახატს და თქვათ, რა დაინახეთ მასზე პირველი?
რას ხედავთ ნახატზე?
რას ხედავთ ნახატზე?  - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
რას ხედავთ ნახატზე?
თუ დაინახეთ:
ახალგაზდა გოგონა – თქვენ კომპანიის სული და გული ხართ, გამუდმებით ხუმრობთ და იღიმებით, ოპტიმიზმით მუხტავთ ირგვლივ მყოფებს. არ გიყვართ დიდხანს ფიქრი და აღმერთებთ სპონტანურ თავგადასავლებს. ხანდახან იმპულსურობა ხელს გიშლით, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ სწრაფად ორიენტირდეთ და იპოვოთ გამოსავალი.
მოგწონთ ხალხის დახმარება, ამიტომაც არჩევთ გუნდურ მუშაობას. სწორედ კოლექტიური სამუშაო და საერთო იდეები გხდით განსაკუთრებულად შრომისუნარიანს.
რჩევა: დაგეგმვა − ეს თქვენი ძლიერი მხარე არ არის. შემდეგ ჯერზე პასუხისმგებლობით მიუდექით დავალებას და წინასწარ მოიფიქრეთ ნაბიჯების თანმიმდევრობა. ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ძალისხმევა და ნერვები.
ულვაშებიანი მოხუცის სახე − დაბადებიდან ლიდერი ხართ. ხალხი გენდობათ და ხალისით მოგყვებათ ყველგან. ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ძნელია იპოვო უფრო მობილიზებული, სანდო, პატიოსანი და ერთგული ადამიანი. არ გეშინიათ ინიციატივის ხელში აღების და რთული გადაწყვეტილებების მიღების.
თქვენ დეტალურად აანალიზებთ თითოეულ ნაბიჯს და ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზნებს. პერფექციონისტი ხართ − ცდილობთ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ.
რჩევა: ისწავლეთ დასვენება და განტვირთვა. სამყარო არ დაინგრევა, თუ რამდენიმე დღეს პლაჟზე გაატარებთ ინტერნეტის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0