უძველესი სახლები თუ კანალიზაცია? თბილისის ცენტრში მიწის ქვეშ ნანგრევები იპოვეს - ვიდეო

გამოწერა
რა იმალება ქუჩებსა და შენობებს ქვეშ თბილისის ქუჩებში? ამ საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან. მელიქიშვილის გამზირის რემონტის დროს ძველი ნაგებობის ნარჩენები აღმოაჩინეს
მელიქიშვილის გამზირზე გზის რეაბილიტაციის დროს მუშებმა აღმოაჩინეს ძველი ნაგებობების ფრაგმენტები. ახლა ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ ნაპოვნი ობიექტების ასაკი და ისტორიული მნიშვნელობა.
მოულოდნელის აღმოჩენის გამო, შესაძლოა, მიმდინარე პროექტი გახანგრძლივდეს. თბილისის მერიამ მასშტაბური პროექტის განხორციელება 17 ივნისს დაიწყო.
მომხდარმა დიდი ინტერესი გამოიწვია სოცქსელების მომხმარებლებში. ზოგი ნაპოვნი ობიექტების შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამდა, ზოგი კი სარემონტო სამუშაოების დროში გაწელვით იყო უკმაყოფილო.
ყველა ახალი ამბავი
0