უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
პროდუქციის ღირებულება 10 ათას ლარს აღწევს. დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ბრალდებულის სახლიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 10 ათას ლარამდე ღირებულების 2 ათას კოლოფზე მეტი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ექვსი თვის მონაცემები>>
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე მხილებულ იქნა 174 პირი, მათგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 403 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0