https://sputnik-georgia.com/20220728/sco-logvinovis-komentari-268969382.html
ლოგვინოვი: SCO-სთან ურთიერთობის დამყარება არცერთ ქვეყანას არ გადაუფიქრებია
ლოგვინოვი: SCO-სთან ურთიერთობის დამყარება არცერთ ქვეყანას არ გადაუფიქრებია
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დასავლეთის ურთიერთობების გამწვავებამ რუსეთთან და ჩინეთთან ვერცერთი სახელმწიფო ვერ აიძულა, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის... 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T17:28+0400
2022-07-28T17:28+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23226/55/232265591_0:162:2788:1730_1920x0_80_0_0_9cfa9381ea3bf78a3c7bd21c97712646.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დასავლეთის ურთიერთობების გამწვავებამ რუსეთთან და ჩინეთთან ვერცერთი სახელმწიფო ვერ აიძულა, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (SCO ) ამა თუ იმ ფორმატში კავშირების დამყარების შესახებ, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა.ასე უპასუხა მან შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ბევრი ქვეყნის სურვილი, შეუერთდეს ორგანიზაციას, მსოფლიო წესრიგში მიმდინარე ცვლილებებს.მისი თქმით, „ბევრმა სახელმწიფომ არჩია, ჯერ SCO-ს დაკვირვებოდა, უკეთ გაცნობოდა მის საქმიანობას“.ლოგვინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ SCO-ს მიერ დაცული პრინციპები და ღირებულებები მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ მსოფლიოს სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარებას თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ამჯობინებს“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23226/55/232265591_134:0:2654:1890_1920x0_80_0_0_403b657ac172c3437b1a9dfb936d0949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ლოგვინოვი: SCO-სთან ურთიერთობის დამყარება არცერთ ქვეყანას არ გადაუფიქრებია
17:28 28.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დასავლეთის ურთიერთობების გამწვავებამ რუსეთთან და ჩინეთთან ვერცერთი სახელმწიფო ვერ აიძულა, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (SCO ) ამა თუ იმ ფორმატში კავშირების დამყარების შესახებ, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა.
„პირდაპირი კორელაციის დანახვა მსოფლიოში მომხდარსა და ცალკეული ქვეყნების სურვილს შორის, შეუერთდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, ნაკლებად საფუძვლიანი იქნებოდა. ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდებოდა მისი არსებობის ოცი წლის განმავლობაში“, — თქვა ლოგვინოვმა.
ასე უპასუხა მან შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ბევრი ქვეყნის სურვილი, შეუერთდეს ორგანიზაციას, მსოფლიო წესრიგში მიმდინარე ცვლილებებს.
მისი თქმით, „ბევრმა სახელმწიფომ არჩია, ჯერ SCO-ს დაკვირვებოდა, უკეთ გაცნობოდა მის საქმიანობას“.
„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ურთიერთობის მზარდმა გამწვავებამ კოლექტიურ დასავლეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის არ აიძულა არცერთი სახელმწიფო, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის SCO-სთან ამა თუ იმ ფორმით კავშირის დამყარების თაობაზე“, — დასძინა მან.
ლოგვინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ SCO-ს მიერ დაცული პრინციპები და ღირებულებები მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ მსოფლიოს სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარებას თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ამჯობინებს“.