საქართველოში მიწის სტატუსის შეცვლა გართულდება

© photo: Sputnikმიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსის შეცვლისას მოქალაქეებს ახლა დასაბუთებულ განცხადებასთან ერთად მთელი რიგი პირობების შესრულება მოუწევთ.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციისას მიწის სტატუსის შეცვლის გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო – საჯარო რეესტრის სააგენტოს მუშაობის ინსტრუქციაში შესაბამისი ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველ ერთეულს, საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას.
ამიტომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსის შეცვლისას მოქალაქეებს ახლა სტატუსის შეცვლის აუცილებლობის შესახებ დასაბუთებულ განცხადებასთან ერთად რიგი პირობების შესრულება მოუწევთ, ნათქვამია ინსტრუქციაში.
კერძოდ, თუ მიწის სტატუსი იცვლება მასზე საწარმოს მშენებლობის გამო, საჭიროა რაიონის ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება, რომ დასაშვებია სტატუსის ცვლილება რაიონის ან ქალაქის კეთილმოწყობის ფარგლებში, მიწის სტატუსის შეცვლისას მისაღწევი ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები, ფინანსური გეგმა და ბიზნეს-მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ მიწის სტატუსი იცვლება მშენებლობის მიზნით, მაშინ ასევე აუცილებელია მშენებლობის შესახებ მუნიციპალური ორგანოს პირობების შესრულების გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის საჭიროების დასაბუთება.
თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი იცვლება განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის მიზნით, მაშინ საჭიროა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამშენებლოდ გამოყენების პირობების ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მიწაზე მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობას.
თუ საუბარია ნაკვეთზე, რომლის ფართობი 600 კვადრატულ მეტრს აღემატება, დოკუმენტების მთელი ამ ჩამონათვალის გარდა, კიდევ საჭიროა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს პოზიცია მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების თაობაზე.
ეროვნული სააგენტოს პოზიცია ასევე იქნება გათვალისწინებული მიწის სტატუსის სასოფლო-სამეურნეო სტატუსით შეცვლისას.
ყველა ახალი ამბავი
0