როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი

გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, წლის მანძილზე ფასები პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა: პური და პურპროდუქტები (35%), ბოსტნეული (33,4%), მცენარეული ზეთი (14,9%), შაქარი (16%), რძე და კვერცხი (19,5%).
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაიგებთ, თუ როგორ შეიცვალა ფასები წლის განმავლობაში.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში ფასების ზრდა დაკავშირებულია ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციასთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება. თუმცა, ის გამოწვევები, რაც რეგიონში, მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0