საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

© courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
კონცერტები ღია ცის ქვეშ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კამერული ორკესტრი სამცხე-ჯავახეთში 28 და 30 ივლისს ორ კონცერტს გამართავს.
კონცერტი 28 ივლისს ახალციხეში, რაბათის ციხეში გაიმართება, ხოლო 30 ივლისს – ბორჯომის პარკში.
მსმენელის წინაშე კონცერტებზე წარდგებიან: Opera Camerata-ს ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე, მიწვეული სტუმარი – პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიყვაშვილი, ასევე სოლისტები: სულხან გველესიანი, ხათუნა ჭოხონელიძე, არმაზ დარაშვილი და სხვები.
კონცერტებზე, რომლებიც ღია ცის ქვეშ გაიმართება, დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0