https://sputnik-georgia.com/20220728/qartulma-kompaniam-gamers8-videorgoli-moamzada-268963891.html
ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლი მოამზადა
ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლი მოამზადა
Sputnik საქართველო
ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება. 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T15:45+0400
2022-07-28T15:45+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საუდის არაბეთი
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_045d75fc506b8dab320a6777c71ff39a.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართულმა კომპანია BMRNG FILMS-მა სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლები შექმნა.Gamers8 თამაშებისა და კიბერ-სპორტის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს აერთიანებს.წელს ფესტივალი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა და საერთაშორისო ფანატებსა და ექსპერტებს ამ სფეროში შესთავაზა ტურნირები, გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, მუსიკალური შოუ და სათამაშო სამიტი. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 15 მლნ დოლარს შეადგენდა.ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება. რეკლამა საქართველოსა და საუდის არაბეთში გადაიღეს. რეკვიზიტი ვიდეოსთვის ასევე საქართველოში დამზადდა. ვიდეოში დაახლოებით 300 მსახიობი მონაწილეობდა.Boomerang Films-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტში ყველაზე დიდი გამოწვევა კოსტიუმები იყო, რომლებიც მთლიანად საქართველოში დამზადდა. ამ მნიშვნელოვან მიმართულებას Fourk Group ხელმძღვანელობდა.სამუშაო შესრულდა დუბაიში ბაზირებულ რეკლამების მწარმოებელ კომპანია Deja Vu-სთან თანამშრომლობით, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.Boomerang Films ხუთ წელზე მეტია საქართველოში წარმოებისთვის საერთაშორისო პროექტების მოზიდვაზე მუშაობს. კომპანიამ 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_375:0:1500:844_1920x0_80_0_0_32e6a7a6d5ec8c56b0aadd59e526c5c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საუდის არაბეთი , ქართველი ცნობადი სახეები
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საუდის არაბეთი , ქართველი ცნობადი სახეები
ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლი მოამზადა
15:45 28.07.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართულმა კომპანია BMRNG FILMS-მა სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლები შექმნა.
Gamers8 თამაშებისა და კიბერ-სპორტის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს აერთიანებს.
წელს ფესტივალი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა და საერთაშორისო ფანატებსა და ექსპერტებს ამ სფეროში შესთავაზა ტურნირები, გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, მუსიკალური შოუ და სათამაშო სამიტი. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 15 მლნ დოლარს შეადგენდა.
ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება. რეკლამა საქართველოსა და საუდის არაბეთში გადაიღეს. რეკვიზიტი ვიდეოსთვის ასევე საქართველოში დამზადდა. ვიდეოში დაახლოებით 300 მსახიობი მონაწილეობდა.
Boomerang Films-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტში ყველაზე დიდი გამოწვევა კოსტიუმები იყო, რომლებიც მთლიანად საქართველოში დამზადდა. ამ მნიშვნელოვან მიმართულებას Fourk Group ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შესრულდა დუბაიში ბაზირებულ რეკლამების მწარმოებელ კომპანია Deja Vu-სთან თანამშრომლობით, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.
Boomerang Films ხუთ წელზე მეტია საქართველოში წარმოებისთვის საერთაშორისო პროექტების მოზიდვაზე მუშაობს. კომპანიამ 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.