„ქართული ოცნების" ლიდერი აშშ-ის ელჩს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ რომელ მხარეს დგას ელჩი
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გაემიჯნოს „რადიკალური ოპოზიციის“ პოლარიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„სანქციებზე გაუთავებელი საუბარი, ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერაა შექმნილი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბრისთვის და ა.შ. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს თითოეულ ამ ნაბიჯს“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, პოლარიზაციას აღრმავებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღების შესახებ რეკომენდაციაა ჩაწერილი. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის – საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის დესტრუქციულ როლზე, რომელსაც კრემლთან პირადი დასაქმიანი კავშირები აქვს.
რა შემთხვევაში აღმოიფხვრება პოლარიზაცია საქართველოში: ირაკლი კობახიძის რეცეპტი>>>
ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს ქართული ოპოზიცია და უკრაინის თანამდებობის პირებიც, რომლებიც ასევე მოითხოვენ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„როდესაც ელჩი ამას არ ემიჯნება, ეს ასევე აღრმავებს პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი წილიპასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაზე და შემცირებაზე, ყველამ უნდაიმოქმედოს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს.
აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ გაცილებით მკვეთრი გზავნილები ჰქონდათ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აღნიშნული დეპუტატებისა და მმართველი პარტიის წევრების ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასეს როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩზე თავდასხმა. უფრო მეტიც, მათი თქმით, ხელისუფლებამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია.
ყველა ახალი ამბავი
0