მიმოხილვა: რისთვის სჭირდება პოლონეთს 1000 სამხრეთკორეული ტანკი?

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyპოლონეთის თავდაცვის სამინისტრო
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
პოლონეთმა რუსეთთან „პროქსიომში“ ამოწურა დამრტყმელი ავიაციის, ჯავშანტექნიკის, ვარშავის ხელშეკრულების დროინდელი არტილერიის რეზერვები, აღნიშნავს სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
კიევის აგონიის გასაჭიანურებლად ვარშავას უკრაინაში ბოლო „საბჭოთა“ ტანკების Т-72М1 გაგზავნა უწევს.
პოლონეთი მოკლებულია შესაძლებლობას, საბრძოლო ტექნიკის დანაკლისი ნატოს ნიმუშებით ჩაანაცვლოს, ამიტომ აპირებს სამხრეთკორეული ტანკების, ჰაუბიცებისა და თვითმფრინავების შეძენას. არავინ მალავს, რომ ეს ყველაფერი საჭიროა რუსეთთან ირიბი თუ პირდაპირი შეიარაღებული ბრძოლისთვის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთი კიევისთვის ტანკების მთავარ მიმწოდებლად იქცა. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან პოლონეთს თებერვალში ყველაზე მეტი Т-72 ჰყავდა – 460 ერთეულზე მეტი.
აპრილში უკრაინამ მიიღო 230 პოლონური Т-72. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად საშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების 27 ტანკი და ჯავშანმანქანა ნადგურდება. პოლონეთის მიერ გაგზავნილი საბრძოლო ტექნიკა დანაკარგს ვერ ანაზღაურებს. და, მაინც, 25 ივლისს კიევში განაცხადეს, რომ მიიღებდნენ პოლონური ტანკების PT-91 Twardy ახალ პარტიას. ესაა Т-72-ის მოდერნიზებული ვერსია. ვარშავას 232 ასეთი ტანკი ჰქონდა და ყველა უკრაინას გადასცა.
ვარშავამ აშშ-სგან ახალი 250 ერთეული SEPv3 ვერსიის Abrams M1A2-ის მიღებამდე თავისი ძველი ტანკები უკრაინას გადასცა. ამასთან, გერმანიამ უარი თქვა პოლონეთის მარაგი თავისი „ლეოპარდებით“ 2А4-ით შეევსო.
პოლონეთის ჯარის „საბრძოლო დანაკარგს“ ნაწილობრივ ამერიკელები აანაზღაურებენ, რომლებიც ვარშავას დაპირდნენ 116 გამოყენებულ ტანკ „აბრამსს“, შეკვეთილ 250 ერთეულ Abrams M1A2-თან ერთად. მარაგის შევსების პრობლემის მოგვარება სამხრეთ კორეაში მოხერხდა – 14,5 მილიარდ დოლარად სეული მზადაა ოპერატიულად მიაწოდოს ვარშავას 850 თანამედროვე ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ასევე 48 მსუბუქი გამანადგურებელი FA-50.

დიდი ნახტომი გვერდით

პოლონეთი აპირებს ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარის შექმნას, ჯავშანტექნიკის პარკის გაფართოებას. ამიტომ შეუკვეთა კორეული წარმოების 1000 ერთეული K2 Black Panther ტანკი და 600 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი K9 Thunder.
ტანკებისა და არტილერიის გარდა, ვარშავამ და სეულმა 26 ივლისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას FA-50 გამანადგურებლების სამი ესკადრილიის მიწოდების შესახებ, რომლებიც სიჩქარის მახასიათებლებითა და სხვა პარამეტრებით „საბჭოთა“ МиГ-29-ს ვერ ჩაანაცვლებენ.
K2 Black Panther-ის 180 ტანკის შეძენის შემდეგ ვარშავა 2025 წლის შემდეგ 820 ერთეული K2PL მოდიფიკაციის გაუმჯობესებული ტანკის მიღებას გეგმავს.
ძირითადი საბრძოლო ტანკი K2 Black Panther უმეტესი პარამეტრებით ჩამორჩება რუსულ Т-14 „არმატას“. მაგალითად, Т-14-ის 125 მმ-იანი ქვემეხის საცეცხლე სამიზნის მანძილი 12 კმ-მდეა, K2-ის 120 მმ-იანი ქვემეხის საცეცხლე სამიზნის მანძილი – 8 კმ. 48-ტონიანი „არმატა“ უფრო მსუბუქი და გაცილებით სწრაფია.
კორეული 55-ტონიანი ტანკი К-2 ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ახალი თაობის მანქანად. მას შეუძლია 75 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მაგრამ გამოვლენილია ტრანსმისიის სერიოზული პრობლემები. ერთი ტანკი Black Panther მყიდველს დაახლოებით 9 მლნ დოლარი დაუჯდება, უფრო ძვირი მხოლოდ ფრანგული AMX-56 Leclerc ღირს – 10 მლნ დოლარი. შესადარებლად, „არმატა“ 4 მლნ დოლარი ღირს.
მსუბუქი გამანადგურებელი FA-50 არის სამხრეთ კორეული ფირმის Korean Aerospace Industries-ის მოიერიშე T-50-ის მოდიფიკაცია. თვითმფრინავის სიგანე 9 მეტრია, სიგრძე – 13 მეტრი. მაქსიმალური სიჩქარე – 1650 კმ/სთ, კრეისერული – 980 კმ/სთ. საბრძოლო ტვირთის ამწეობა – 3 ტონა. საბრძოლო რადიუსი – 1000 კმ. შესადარებლად, МиГ-29-ის მაქსიმალური სიჩქარე 2450 კმ/სთ-ია.
T/F-50 მოდიფიკაცია ფართოდ გამოიყენებოდა ბრძოლებში ფილიპინებსა და ერაყში, თუმცა ეს თვითმფრინავები სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევენ რუსულ Су-35С-ს და Су-30СМ-ს.
F-50 გამანადგურებლის მთავარ ნაკლად ითვლება „თვალსაწიერის მიღმა საჰაერო ბრძოლის სიცოცხლისუნარიანი შესაძლებლობების“ არქონა. და, მაინც, ახალი კორეული თვითმფრინავების სამი ესკადრილია პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში ვარშავას საშუალებას მისცემს, კიევს ორი ათეული საბრძოლო МиГ-29 გადასცეს.
როგორც არ უნდა იყოს, რუსეთს თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება ასობით ახალი ტანკი, თვითმფრინავი, არტილერია, რომელთა უპირატესობაც უკვე დამტკიცებულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0