საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების ნახატების კონკურსი დაიწყო - ვიდეო

გამოწერა
ნახატებში ბავშვებს შეუძლიათ გამოხატონ ინდივიდუალური დამოკიდებულება პრობლემებისადმი და შენიშნონ ნიუანსები, რომლებსაც ზრდასრულები ხანდახან ვერ ამჩნევენ, განაცხადა საქართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ნაირა ალავერდაშვილმა.
საქართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფონდი მართავს კონკურსს „მშვიდობა“. პრესკონფერენციის დროს ალავერდაშვილმა ისაუბრა ფონდის მუშაობაზე და ნახატების კონკურსის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ნამუშევრები მიეძღვნება „მშვიდობის“ თემატიკას.
„ნახატებში ბავშვებს შეუძლიათ გამოხატონ ინდივიდუალური დამოკიდებულება პრობლემებისადმი და შენიშნონ ნიუანსები, რომლებსაც ზრდასრულები ხანდახან ვერ ამჩნევენ. ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბავშვების ნახატები ბევრ რამეზე მეტყველებს. ვიმედოვნებ, წარმოდგენილი ნამუშევრები უფროს თაობას ბევრ რამეს ასწავლის და თვალს აუხელს არსებულ პრობლემებზე“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
გამარჯვებულთა ნაშრომები განთავსდება საერთაშორისო ინტერნეტ-პლატფორმაზე „მომავლის მხატვრები“, ასევე ისინი მოხვდებიან ბეჭდურ კატალოგში. ნამუშევრების მიღება მოხდება ელექტრონულ ფოსტაზე cifkontakt@gmail.com და 2021cifgeorgia@gmail.com. მასალის გაგზავნისას აუცილებელია ნახატის დასახელების, ავტორის სახელისა და გვარის, ასაკისა და ქვეყნის მითითება.
ნახატების წარდგენის ბოლო ვადა 1 სექტემბერია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს.
ყველა ახალი ამბავი
0