ტერიტორიის მფლობელი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კონცეფციის ავტორი რუსი წარმოშობის ბათუმელი შალვა ბრეუსია. ის აპირებს მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც იქნება მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კაფე, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები. ხუთი წლის განმავლობაში პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება.
ტერიტორიის მფლობელი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კონცეფციის ავტორი რუსი წარმოშობის ბათუმელი შალვა ბრეუსია. ის აპირებს მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც იქნება მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კაფე, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები. ხუთი წლის განმავლობაში პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შენობის ახალი მფლობელი რუსული წარმოშობის ბათუმელი შალვა ბრეუსია. მან გადაწყვიტა ჩაატაროს კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი არქიტექტორები. ივლისში საქართველოში ჩამოვა საუკეთესო სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გაეცნობა ობიექტს და მუშაობას შეუდგება
ბიზნესმენი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე. მრავალი წლის განმავლობაში ირჩეოდა ადგილი მუზეუმისთვის. განიხილებოდა ვენეცია, ბრიუსელი, მოსკოვი, თუმცა საქართველოსადმი და ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო ბრეუსმა თბილისი აირჩია
კლინიკის ტერიტორია 5,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონი მოიგო კომპანიამ Hans Ltd, რომელმაც შეიძინა შენობა და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია - ჯამში 20.633 კვადრატული მეტრი
ბრეუსი მსოფლიოში ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, ის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია. გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრების კოლექცია, რომელიც მას აქვს, აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ბრეუსი ასევე ფლობს თანამედროვე ქართული ფერწერის ნიმუშებს
შალვა ბრეუსის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებლი არაერთი საქველმოქმედო პროექტი, მათ შორისაა ეკლესიებისა და უნიკალური ფრესკების აღდგენა, ასევე სამების მთაზე წმინდა სამების ტაძრის აგება. ამისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიზნესმენი დააჯილდოვა